logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ღონისძიებები იმართება

უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ღონისძიებები იმართება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ,  2020 წლისთვის დონორულ სისხლზე მოთხოვნილება  სრულად უნდა დაკმაყოფილდეს  უანგარო დონაციით.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში დღეისათვის სისხლის დონორების გარკვეული ნაწილი ფასიანი დონორია, რაც რისკებთან არის დაკავშირებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ,  ფასიანმა დონორმა ფინანსური დაინტერესების გამო შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ინფექციების შესახებ  მნიშვნელოვანი ინფორმაცია  დამალოს, რის გამოც ჩაბარებული სისხლის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„დღეისათვის საზოგადოებაში უანგარო/რეგულარული დონორობის ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის სიმწირე,  კვლავ რჩება ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის მნიშვნელოვან პრობლემად.  დონორის სისხლი ზოგჯერ არც თუ ისე უსაფრთხოა რეციპიენტისათვის და შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. დონორის სისხლი მოწმდება  დაავადებებზე, რომლებიც სისხლის გზით გადაეცემა: შიდსი/აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტი, სიფილისი და სისხლის ჯგუფსა და რეზუსზე. აუცილებელია, რომ სისხლის დონორობის მსურველმა კითხვარის საშუალებით გასცეს გულწრფელი  პასუხები ისეთ სპეციფიკურ შეკითხვებზე, რომლებიც დროებით (გარკვეული ვადით) უკუჩვენებებს წარმოადგენენ: კბილის ამოღება, ტატუირება, ან აკუპუნქტურით მკურნალობა, ანგინა და გრიპი, მენსტრუაცია, აბორტი, მშობიარობა, ლაქტაციის დასრულება, აცრები, ალკოჰოლის მიღება,  უმოგზაურია თუ არა საზღვარგარეთ და სხვა.  საქართველოში დღეისათვის სისხლის დონორების უმრავლესობა ფასიანი დონორია.  ცნობილია, რომ ფასიანმა დონორმა ფინანსური დაინტერესების გამო შეიძლება დამალოს ინფორმაცია,  გულწრფელად არ უპასუხოს ზემოთ აღნიშნულ კითხვებს  და   ასეთი დონორის სისხლი შესაძლოა მაღალი რისკის შემცველი  აღმოჩნდეს სისხლის  მიმღები პაციენტისათვის“- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით,  აღნიშნული საკითხის გამო  უანგარო/რეგულარული  დონორი ანაზღაურებადი დონორისგან განსხვავებით უსაფრთხო სისხლის გარანტიაა, რადგან ის მოტივირებულია უცნობი პაციენტის დახმარებაზე და  მის ინტერესში არ შედის მატერიალური ანაზღაურება.

„ამიტომ, ის არ მალავს სარისკო ქცევებს, გადატანილ თუ არსებულ დაავადებებს, კითხვებზე გულწრფელად პასუხობს და ამით ამცირებს რეციპიენტის დაინფიცირების შესაძლო მაღალ რისკს,“- განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

უანგარო დონორობის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდა თაობაა. ამ კუთხით სხვადასხვა აქტივობებს და სპეციალურ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ორგანიზაცია „არტინფო საქართველო“ ახორციელებს.

„ჩვენი მიზანია, 2020 წლისთვის უანგარო დონორობის მაჩვენებელი ისე გაიზარდოს, რომ ყველა პაციენტმა ისარგებლოს მხოლოდ უანგაროდ გაღებული სისხლით. რათა მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამისათვის ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს - როგორ ჩავრთოთ ახალი თაობა ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში, როგორ გავხადოთ უანგარო დონორობა მოდური და ამავდროულად ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. ზოგიერთ ქვეყანაში  სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე მიაღწია საზოგადოებრივი სოლიდარობის ისეთ ზღვარს, რომ მათთან საერთოდ არ არსებობს ფასიანი დონორობა. ეს იმას ნისნავს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც შესაძლოა სისხლი დასჭირდეს, სარგებლობს უანგაროდ გაღებული სისხლით“,- განაცხადა „არტინფო საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ზედელაშვილმა.

http://ghn.ge

2016.06.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006