logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ძუძუს კიბო განაჩენი არ არის

სტატისტიკის მიხედვით მეტად გავრცელებულია სარძევე ჯირკვლის (ძუძუს), ქალის სასქესო ორგანოების, ფილტვის, კანის, რბილი ქსოვილების, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა სახის სიმსივნეები. რაც დრო გადის, სამწუხაროდ, საგრძნობლად მატულობს სიმსივნური დაავადებები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც
განსაკუთრებით გახშირდა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები. ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკური დონის დაქვეითებამ, მოსახლეობის მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ გარკვეული ბარიერი შეუქმნა მოსახლეობას დიაგნოსტიკურ-სამკურნალო თვალსაზრისით, რაც, ფაქტობივად, იმის მიზეზი გახდა, რომ ავთვისებიან სიმსივნეთა პირველადი დიაგნოზების უმეტესი ნაწილი რთულ, მე-4 სტადიაზე მოდის. მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი საბოლოოდ მაინც აკითხავს ექიმს, მაგრამ ხშირად დიდი დაგვიანებით...
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და დროულ მკურნალობას.
ანდრო ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ციტოლოგიური ლაბორატორიის ექიმ-ციტოლოგი, მედიცინის დოქტორი დალი თუშიშვილი ამბობს:
”საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოთი დაავადების 2 ათასი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. დღეისათვის დაავადებულთა რიცხვი 8 ათასს აღემატება. მინდა ვთხოვო, მოვუწოდო ჩვენს ქალბატონებს, სარძევე ჯირკვლებში რაიმე პათოლოგიის ან კვანძის აღმოჩენის შემხთვევაში პანიკაში კი არ ჩავარდნენ, არამედ გაითვალისწინონ ის, რომ სარძევე ჯირკვლების კვანძების უმრავლესობა კეთილთვისებიანია და დაუყოვნებლივ მიაკითხონ ექიმ-მამოლოგს, რომ რაიმე რეციდივი არ განვითარდეს. ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის შემთხვევაშიც უმთავრესია დაავადების დადგენა ადრეულ სტადიაზე, სანამ სიმსივნე მეტასტაზების განვითარებას სარძევე ჯირკვლებს გარეთ დაიწყებდეს, სანამ გვიანი არ არის. დიაგნოსტიკის დახვეწისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების მიუხედავად, ძუძუს კიბო სიკვდილის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა ყველა ასაკის ქალებს შორის.”
მამოლოგთან მისულ პაციენტს ექიმი, გასინჯვის შემდეგ, თუ ეს აუცილებელია, დროული და სწორი დიაგნოზის დასადგენად საჭირო გამოკვლევის ჩატარებას მოსთხოვს. ასეთ დროს საპანიკო არაფერია. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მანამდეც და იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი საოპერაციოა - ოპერაციის წინ სრულად უნდა შეფასდეს სიმსივნის სტადია და სტატუსი. საამისოდ კი, ონკოცენტრში არის მეტად ეფექტიანი თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურაც და მეთოდებიც. ძირითადად მიღებულია ციტოლოგიური კვლევა, მამოგრაფია, ექოსკოპია. მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ ინიშნება მიზანმიმართული მკურნალობა. კიდევ ერთი რამ არის აუცილებელი: პაციენტმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს, მეტი შეიტყოს თავისი დაავადების შესახებ, რათა უკეთესად გაიაზროს, სწორი მიდგომით და დამოკიდებულებით გაუმკლავდეს და დაამარცხოს იგი.
ქ-ნი დალი აღნიშნავს, რომ, პუნქციას არანაირი ზიანი არ მოაქვს. უფრო მეტიც, ზოგჯერ სარძევე ჯირკვლის პუნქცია, სამკურნალო მიზნითაც კეთდება. სამწუხაროდ, ბევრს ისეც მიაჩნია, თითქოს სიმსივნისთვის ხელის ხლება არ შეიძლება. ეს იქნება სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, ხალის თუ სხვა ორგანოს სიმსივნური წარმონაქმნი. ასეთ დამოკიდებულებას მხოლოდ და მხოლოდ ის შედეგი მოსდევს, რომ იკარგება ძვირფასი დრო, რასაც უმეტესწილად გართულება მოსდევს და ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობამდე მიჰყავს. არადა, დაავადების დროული გამოვლენა და ზომების მიღება განკურნების სრულ გარანტიას იძლევა.
”ცნება კიბო, აფრთხობს და აშინებს ადამიანებს. არა და, კიბო განაჩენი როდია. კიდევ ვიმეორებ ადრეული სტადიაზე გამოვლენილი კიბო, განსაკუთრებით კი ძუძუს კიბო ინკურნება. შორს წასული სიმსივნური ფორმების დროსაც, ქირურგიული, ქიმიო-თერაპიული და სხივური თერაპიის კურსი ზოგჯერ წლობით ახანგრძლივებს ადამიანის ხარისხიან სიცოცხლეს და არის სრული განკურნების მაგალითებიც. ეს უდავოდ ონკოცენტრის მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დამსახურებაც გახლავთ”,- ამბობს ქ-ნი დალი.
მამაკაცები საკმაოდ ხშირად, ისევე როგორც ქალები, ავადდებიან ძუძუს კიბოს როგორც კეთილთვისებიანი (გინეკომასტიტები), ასევე ავთვისებიანი სიმსივნეებით. თუ ადრე 40-45 წლის ასაკიდან უფრო შეიმჩნეოდა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები, ახლა 20-წლიდან ღრმა მოხუცებულობამდე ავადდებიან.
ავადმყოფთან ურთიერთობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ექიმის მორალური და ეთიკური მხარე. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მიუდგები შეშინებულ პაციენტს. ის ხომ დროის მცირე მონაკვეთში ანალიზის პასუხს განაჩენივით ელოდება. საჭიროა პაციენტებისადმი, მათი ახლობლებისადმი ფსიქოლოგიური მიდგომა. რომ მათ შიში გაუქარწყლო, დაარწუნო, რომ კიბო სიცოცხლის დასასრულს არ ნიშნავს.
ბელა დურგლიშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.07.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006