logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული დაავადებების ტვირთი საქართველოში

მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა ორიენტირებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების საზიანო ზემოქმედების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე. სამწუხაროდ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიღწევის მოტივით წარმოებული აქტივობები უგულვებელყოფდა გარემოს ჯანმრთელობის პრიორიტეტებს, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარება ამ მიმართულიებით და ასახვა ჰპოვა ქვეყნის გარემოს ჯანმრთელობის პროფილის მახასიათებლებზე.
 
ვინაიდან, გარემოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო და უტყუარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მართვის შეფასებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობას წარმოადგენს, საქართველოს გარემოსა და ჯანმთელობის უწყებები ახორციელებენ სხვადასხვა, მათ შორის ერთობლივ საქმიანობას გარემოს ჯანმრთელობის ინფორმაციის მონიტორინგის, გაანალიზებისა და მართვისათვის, თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. ცხადია, ახალი მეთოდების დანერგვა მოითხოვს შებამისი ინფრასტრუქტურასა და კვალიფიციურ ადამიანურ რესურს, რაც ფინანსურ, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მათ ასამოქმედებლად საჭირო დროს უკავშირდება.
 
ჰაერის დაბინძურება, აღიარებული იქნა ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე უმსხვილეს კონსტრიბუტორად და ადრეული სიკვდილიანობის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად, ჯანმრთელობის 69-ე მსოფლიო ასამბლეის მიერ, რომელიც ა.წ. მაისში გაიმართა ქ. ჟენევაში. ხოლო, 2016 წლის 8-10 ივნისს ქ. ბათუმში გამართულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით გამართულ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე მიღებული იქნა სუფთა ჰაერის ბათუმის აქტი, რომელიც წევრი ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს სათანადო აქტივობების განსახორციელებლად, ჰაერის დაბინძურების შემცირების გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით (2004), საქართველოში მთლიანი ავადობის 17% და სიკვდილიანობის 19% უკავშირდება გარემოს საზიანო ზემოქმედებას. აქვე უნდა აღინიშნოს, ამ მომნაცემების მიხედვით, ისევე როგორც, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებული მსგავსი შეფასებების აბსოლუტურ უმრავლეობაში, საუბარია სავარაუდო და მიახლოებით მონაცემებზე და არა პირდაპირი კვლევის მონაცემებზე.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული მონაცემები ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებულ სიკვდილიანობასა და საქართველოს მონაცემების შესახებ, ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა მიერ გამოყენებულ ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც გარდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ტრადიციული მაჩვენებლებისა, 2012 წლიდან იყენებს შინამეურნეობებში გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით მყარი საწვავის გამოყენების გამო შენობისშიდა ჰაერის დაბინძურების სავარაუდო დონეს. კერძოდ:
 
1. 2012 წლიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აწარმოებს სტატისტიკურ გათვლებს არა მარტო დასახლებული ადგილების ატმოსფერული (შენობის გარე) ჰაერის დაბინძურების მონაცემების მიხედვით, არამედ შენობისშიდა ჰაერის დაბინძურების მონაცემების გათვალისწინებით, შინამეურნეობებში მყარი საწვავის მოხმარების საფუძველზე;
 
2. შენობისშიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის წილის გათვლები ეფუძნება დაავადებათა გლობალური ტვირთის 2010 წლის კვლევებს (Global Burden of Disease (GBD) 2010), რომლის მიხედვით განისაზღვრება გაერთიანებულ ეფექტებთან დაკავშირებულ დაავადებათა ტვირთი (Burden of disease from the joint effects of Household and Ambient Air Pollution). ითვალისწინებს შემდეგ დაავადებებს: ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები; ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფილტვის კიბო; ინსულტი; გულის იშემიური დაავადება.

3. ქვეყნებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სათანადო სისტემები, კერძოდ ჰაერში PM2.5 და PM10 აეროდინამიკური ზომის მქონე მტვრის შეწონილი ნაწილაკების ფრაქციების ავტომატური აღრიცხვის სისტემები, გამოიყენება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სატელიტური მონაცემების მოდელირების მეთოდი, სახმელეთო მონაცემებით მიღებული ცდომილების კორექტირების გარეშე. სამწუხაროდ, საქართველო ასეთ ქვეყნებს განეკუთვნება.

4. შინამეურნეობეში გათბობისა და საკვების მომზადების მიზნით მყარი საწვავის მოხმარების დონე WHO-ს მიერ განისაზღვრება ქვეყნების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული დაავადებებისა და სიმსივნეების გავრცელება უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში თითქმის ერთ დონეზე რჩება, თუმცა აღინიშნება გარკვეული ზრდის ტენდენცია. ცხადია, საქართველოში, ისევე როგორც ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, არაგადამდები დაავადებები რჩება სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად.

საქართველოს შრომის, ჯანმრეთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, ამჟამად მუშაობს გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების შემცირება და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შეფასების ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა, რაც საფუძვლად დაედება დაავადებათა პრევენციასა და კონტროლს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით და მისი მიზნია სამთავრობო კონსენსუსის მიღწევა გარემოს ჯანმრთელობის საკითხების პრიორიტეტიზაციისათვის.

http://www.ncdc.ge

2016.06.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006