logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში საშიში ინფექციური დაავადება “დენგე” დაფიქსირდა

საქართველოში ინფექციური ტრანსმისიური დაავადება დენგე დაფისირდა. როგორც ზუგდიდიდან იტყობინებიან, ინფექციურ საავადმყოფოში აღნიშნული ვირუსის დიაგნოზით ინდოეთის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული.

ოთხივე მათგანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ისინი ენგურჰესზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მოტაჟს ახორციელებდნენ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლინიკაში მაღალი ტეპერატურით, ძლიერი თავის ტკივილებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით შეიყვანეს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული ანალიზები და შესაბამისი სინჯები დედაქალაქში გადმოაგზავნეს, ლუგარის ინსტიტუტში კი ოთხივე პაციენტს დენგეს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

ეს ინფორმაცია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ლალი დარახველიძემ დაადასტურა.

გარდა ამისა ადგილზე მივიდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნანა ოდიშარია. მისი თქმით, საქართველოში ეს ვირუსი პირველად დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვირუსი ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა დაავადებულთა რაოდენობა არა ოთხი არამედ ერთია.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ კომენტარს, ისინი განმარტებას უახლოეს საათებში გააკეთებენ.

დენგე ინფექციური ტრანსმისიური დაავადებაა, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება. დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოებია. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადდებიან ბავშვები და ჩასული პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.

დენგე – სიმპტომები

დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე. იწყება მწვავედ შემცივნებით და სხეულის ტემპერატურის მომატებით 39 0 C- 41 0 C – მდე, ძლიერი თავის ტკივილებით, რეტროორბიტალური მიდამოს, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით. სახე ჰიპერემიული, შეშუპებულია, შესაძლებელია ზოგადი ერითემის განვითარება, თვალის სკლერების სისხლძარღვები ინიცირებულია, დენგეს დროს ასევე აღინიშნება პერიფერიული ლიმური ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიის შემდეგ კი ვითარდება ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე.

კლასიკური დენგეს ცხელების დროს კუნთებში, ზურგსა და თეძოების მიდამოში ტკივილების გამო შეზღუდულია მოძრაობა, სიარულის მანერა ხდება არაბუნებრივი, ავადმყოფი საწოლში გაჭიმულ მდგომარეობაშია. მეორე ტალღის პერიოდში იდაყვისა და მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირებზე, სახის კანზე, კისრის მიდამოში, მკერდზე, მუცელზე ჩნდება უხვი მქავანა მაკულო – პაპულოზური გამონაყარი შემდგომი აქერცვლით. რეკონვალესცენციის პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირა.

დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს ხშირად აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება სისხლნარევი მასებით, ცხვირიდან სისხლდენა, ჰემორაგიული გამონაყარი, ქვეითდება არტერიული წნევა.

დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით, პნევმონიით, ოტიტით, თრომბოფლებიტით, ორქიტითა და პაროტიტით. დენგეს გადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპოსპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში.

დენგე – დიაგნოსტირება

დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სიმპტომების საფუძველზე და ეპიდემიოლოგიურ ანამნეზურ მონაცემებზე დაყრდნობით, საბოლოოდ კი დასტურდება შრატში სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის მომატებით და ნეიტრალიზაციის რეაქციით.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ფლებოტომურ ცხელებასთან, ყვითელი ცხელებასთან, მალარიასთან, სხვა ჰემორაგიულ ცხელებებთან, მენინგოკოკურ ინფექციებთან, იშვიათად ქუნთრუშასთან, წითურასთან, წითელასთან.

დენგე – მკურნალობა და პროფილაქტიკა

დენგეს სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, ტარდება ინფუზური თერაპია, ინიშნება კორტიკოსტეროიდები, ნაჩვენებია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ვიტამინოთერაპია, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ცილებით მდიდარი დიეტა.

დენგეს კლასიკური ფორმის დროს შემთხვევათა უმეტესობაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა, ჰემორაგიული ცხელებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც პაციენტთა დაახლოებით 40%-ში მე-3-7 დღეს ვითარდება შოკი.

დენგეს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებას, რეპელენტებისა და დამცავი ბადეების გამოყენებას.

 

http://newposts.ge

2016.06.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006