logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობა წამლის კომპონენტის სუბსიდირებასთან არის დაკავშირებული

საქართველოში  მოსახლეობის ნახევარზე მეტი საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეა. ბოლო პერიოდში  ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება მედიკამენტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის საკითხი.

ჯანდაცვის სამინისტრომ და მისმა საკონსულტაციო კომპანია “გლობალურმა ალიანსმა” მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით “რა გაწუხებთ?!”, რომელიც 2016 წლის იანვარი-მარტის პერიოდს მოიცავდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მოსახლეობის 51,7%  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისურვებდა რადგან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საყოველთაო დაზღვევა არასტაციონარული მკურნალობის შემთხვევაში მედიკამენტის კომპონენტს არ ფარავს.

მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემას ასახავს საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” კვლევაც, “მედიკამენტების ფასები და ფიზიკური ხელმისაწვდომობა”, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, საქართველოში წარმოებული პრეპარატები იმპორტირებულ ანალოგებთან შედარებით 30%-ით ძვირია. გარდა ამისა, გენერიკული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მდგომარეობის გაუარესება და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ორიგინალი წამლების ფასნამატის ზრდა შეინიშნება.

ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და მედიკამენტებზე  ხელმისაწვდომობის გაზრდის ეფექტიან მექანიზმებზე “ჯანდაცვის პლატფორმის” კომუნიკაციის კონსულტანტი, სალომე შიხაშვილი საუბრობს.

  • მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში წლების მანძილზე მოუგვარებელ საკითხად რჩება. ამჯერად რა მდგომარეობაა ფარმაცევტულ ბაზარზე?

მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო, რაც, პირველ რიგში რიგითი დაბალსემოსავლიანი მოქალაქეებისა და პენსიონერების ჯიბეზე აისახება. აფთიაქებში რეცეპტურული ორიგინალი ბრენდების ფასნამატის დონე ორჯერ აჭარბებს ამავე ჯგუფის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ფასნამატის დონეს. რაც შეეხება რეცეპტურულ  გენერიკებს, 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს მათი ფასნამატი გაზრდილია და, ურეცეპტოდ გასაცემ გენერიკებთან შედარებით, ორჯერ მეტია.

ეს მონაცემები უტყუარია და არამარტო ფონდ კურაციოს, არამედ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევებიც იგივეს ადასტურებს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად, მედიკამენტების ფასები კი არ შემცირდა, რიგ შემთხვევებში გაიზარდა კიდეც.  აქამდე ფარმაცევტული კომპანიები ფასის მატების მიზეზად ლარის არასტაბილურობასა და იმპორტირებულ პროდუქციას ასახელებდნენ.

საინტერესოა, ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე რა ფაქტორები განაპირობებს მედიკამენტების გაძვირებას საქართველოში? ამაზე პასუხს თავად ფარმაცევტული კომპანიებისგან მოველით. რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ ინფორმაცია ხუთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის ფასებისა და ფასნამატის შესახებ. სწორედ მათგან ველით პასუხს, თუ რა ოდენობის მოგების მარჟა აქვთ.

  • გენერიკული მედიკამენტებით მკურნალობის უპირატესობა მათი გაცილებით დაბალი ფასია, თუმცა ფონდ “კურაციოს” კვლევაში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი წარმოების გენერიკები იმპორტირებულ გენერიკებთან შედარებით ძვირია. არსებული რეალობიდან გამომდინარე, რა გამოსავალს ხედავთ?  

იმისათვის, რომ მომხმარებლის ჯიბიდან გადახდილი თანხები შემცირდეს, აუცილებელია გენერიკული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლის კომპონენტის შემოტანა, რაც  ჯანდაცვის სფეროში რეიმბურსაციის სახელით არის ცნობილი.

“ჯანდაცვის პლატფორმის” რეკომენდაციაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში რეიმბურსაციას დაქვემდებარებულ სიაში პირველ რიგში რეცეპტით გასაცემი მედიკამენდები შევიდეს.

  • მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რა უპირატესობა აქვს რეიმბურსაციას სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის?

თავის დროზე რეიმბურსაციის მექანიზმი სამკურნალო საშუალებების შეძენის დროს წარმოშობილი ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად და, მასთან ერთად, მედიკამენტების რაციონალური გამოყენების გასაუმჯობესებლად შეიქმნა.

რეიმბურსაცია პაციენტის მედიკამენტით უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმია, რაც ამასთანავე, სახელმწიფო სახსრებისა და რესურსების  ხარჯვის პროცესს უფრო გამჭვირვალეს ხდის. რეიმბურსაციის შედეგად  პაციენტს ეძლევა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შანსი, მათ შორის, ინოვაციური პრეპარატებით.  ამ პროცესში  სახელმწიფოს უფრო დიდ ფინანსურ რესურსსს დებს, ვიდრე პაციენტი. შედეგად, სახელმწიფო  თითოეული მოქალაქისთვის განსაზღვრულ თანხას ზოგავს, ვინაიდან სწორად ნამკურნალევი პაციენტი, როგორც წესი, სტაციონარში იშვიათად ხვდება.

  • რეიმბურსაციის პირობებში აქვს თუ არა სახელმწიფოს გარანტია, რომ წამალზე გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი საგრძნობლად არ გაიზრდება?

ზოგადად ლოგიკურია, რომ ფასი მედიკამენტებზე (განასაკუთრებით ინოვაციურ პრეპარატებზე) ვარირებს მისი მოთხოვნის შესაბამისად და ამით სულ უფრო მეტ მოგებას ნახულობენ ფარმაცევტული კომპანიები. რეიმბურსაციის შემთხევაში კი ტენდერში მონაწილე კომპანია იღებს ვალდებულებას, მედიკამენტზე გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შესთავაზოს  უფრო დაბალი და მისაღები ფასი.  რეიმბურსაცია ზრდის  მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალეს ხდის სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებზე დახარჯული თანხის მოცულობასა და პროცედურებს.

რეიმბურსაციის პირობებში მოსახლეობა იღებს მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლის თანხასაც სრულად ან დიდწილად ფარავს სახელმწიფო. გარდა ამისა, მათ აქვთ შანსი ინოვაციური  ტიპის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა, რომლის შეძენას  საკუთარი ხარჯებით ვერ შეძლებდნენ.

  • როგორია ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება?

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სუბსიდირების შემთხვევაში მედიკამენტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფასით და მათი ეფექტიანობა წლების განმავლობაში გამოყენების შედეგად უნდა იყოს დამტკიცებული. რეიმბურსაციის მექანიზმი წარმატებით მუშაობს ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, თურქეთი და ა.შ. განვითარებულ ქვეყნებში რეიმბურსაციის პოზიტიური მაჩვენებელი ბაზარზე არსებული წამლების 90%-ს აქვს, ხოლო დარჩენილია 10%, რომლის კომპენსაციაც არ გაიცემა. საერთაშორისო ექსპერტები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ სუბსიდირებით გათვალისწინებული მედიკამენტები იყოს ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის.

 

http://www.ipress.ge

2016.06.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006