logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მეტადონი ციხეში

"შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის" წარმომადგენლები, საქართველოს ციხეში მეტადონის პროგრამის შეტანას აპირებენ. გლობალური ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში აკაკი ლოჩოშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფონდის წარმომადგენლებთან, რათა გრანტი გამოიყოს და ციხეში მეტადონის პროგრამა ამუშავდეს.
ლოჩოშვილი დარწმუნებულია, რომ "შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი" ციხეში მეტადონის შესატანად გრანტს გამოყოფს, რადგან ფონდის მთავარი მიზანი ზიანის შემცირებაა, რასაც მეტადონის პროგრამა ყველაზე მეტად უწყობს ხელს.
ცნობილია, რომ მეტადონის პროგრამა ძალიან შეზღუდულია. პროგრამის ფარგლებში მკურნალობას ციხის გარეთ დაახლოებით 200 ადამიანს გადის. როგორც აღმოჩნდა, ეს რიცხვი ციხეში შეზღუდული იქნება.
"თავიდან რაოდენობა რა თქმა უნდა შეზღუდული იქნება. პირველ წელს მეტადონის პროგრამაში დაახლოებით 50 ადამიანი ჩაერთვება. მომავალში ეს რიცხვი შესაძლოა 80-100-მდე გაიზარდოს. ბუნებრივია, ეს რაოდენობა პრობლემის მოსაგვარებლად არ კმარა, თუმცა, პირველი ნაბიჯის გადადგმა ისეთ სკითხებში, როგორიც ციხეში მეტადონის პროექტის განხორციელებაა, დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია", - დასძენს ბ-ნი ლოჩოშვილი.
პროექტის ორგანიზატორებს უჭირთ თქმა, ციხეში მეტადონის შეტანას რა დრო დასჭირდება. თუმცა, გამოცდილების საფუძველზე პროგნოზებს მაინც აკეთებენ.
"თუ მოლაპარაკებები ჩვენი გამოცდილების მიხედვით წავა, მაშინ აგვისტოში ოფიციალური საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს. დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ ტექნიკური საკითხების მოგვარება დაიწყება. პირველ რიგში ის ციხე უნდა შეირჩეს, სადაც მეტადონის პროგრამას განვახორციელებთ. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. ვვარაუდობთ, რომ პროექტი ოქტომბერში დაიწყება, თუმცა, მანამდე საუბარი მიჭირს. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ უფრო თამამად შევძლებ საუბარს", - აცხადებს აკაკი ლოჩოშვილი.
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ციხეში მეტადონის შეტანა, იქ ნარკოტოკების არსებობას ცხადყოფს, გლობალური ფონდის წარმომადგენლები, ამ აზრს არ იზიარებენ.
"ყველამ ვიცით, რომ ციხეში ისეთი ადამიანებიც იხდიან სასჯელს, რომლებიც იქ შესვლამდეც მოიხმარდნენ ნარკოტიკს. ასეთ ადამიანებს იქ შესვლის შემდეგ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. თუ მათ დროული დახმარება არ აღმოვუჩინეთ, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური.
"მეტადონის პროგრამის დაწყება არ ნიშნავს, რომ ციხეში ნარკოტიკი შედის. საკითხის ასეთი კუთხით განხილვა არასწორია, რადგან პრობლემა არსებობს და იმის გამო, რომ ეს ვიღაცას ეჭვს აღუძრავს, დაბრკოლება არ შეიძლება გახდეს", - ამბობს აკაკი ლოჩოშვილი.
ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ნარკომანიის პრობლემებზე მუშაობენ, ციხეში მეტადონის შეტანას დადებითად აფასებენ.
"2001 წლიდან ციხეებში ზიარი შპრიცების მომხმარებლების სტატისტიკაზე ვმუშაობთ. დღემდე ვახორციელებთ ამ პროგრამას და გამოკითხული პატიმრების 70% ადასტურებს, რომ ზიარი შპრიცის, როგორც გარეთ, ასევე ციხეშიც იყენებენ. მხოლოდ 20-25% ამბობს, რომ სხვისი შპრიცი არასოდეს გამოუყენებია. მეტადონის პროგრამა კი ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც სწორედ ზიანის შემცირებისკერ არის მიმართული. თუმცა, როგორც ცნობილია პროგრამა ძალიან შეზღუდულია, ამიტომ აუცილებელია გაიზარდოს მისი მასშტაბი," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის" სოცმუშაკმა ვაჟა კასრეიშვილმა.

ლანა ბერიძე

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.07.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006