logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მრავალპროფილური ჰოსპიტალი გახსნა

ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა ამიერიდან პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს, - მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, “ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორ ვანგ შენგსინისთან და „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ გენერალურ დირექტორ თეა ახალაძესთან ერთად გახსნა.

პროექტში, კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა", „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად, 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 447 ადამიანი დაასაქმა. 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღება ქალაქის სხვა რაიონებში უწევდა, ამიერიდან მაღალტექნოლოგიური კლინიკა საკუთარ რაიონში მოემსახურება.

„ინვესტორი გახლავთ „ჰუალინგ ჯგუფი“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამ რაიონისთვის, ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ასეთი ობიექტის არსებობა, რომელიც ამ მიდამოებში არ იყო და ახალია. აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითქმის 5 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში ინვესტიციებს აფართოებს და ამის შესახებ მოლაპარაკებები 2014 წელს ურუმჩიში მისი ვიზიტისას გაიმართა. პრემიერმა ასევე გაიხსენა, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებული ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც საუბარი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.

„უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც, მე ვხვდები რამდენიმე ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია. კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

http://ghn.ge

2016.06.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006