logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის – სახელმწიფოს მიერ საკეისრო კვეთები წახალისებულია

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის შედეგად საქართველოში საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი ისევ მაღალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშობიარეებისა და ბავშვების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. მსოფლიოს მედიცინამ დიდი ხანია აღიარა, რომ საკეისრო კვეთა საფრთხეს უქმნის დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და  ის მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ შემთხვევებში უნდა გაკეთდეს. საქართველო კი ამ ცივილიზებული მიდგომიდან ძალიან შორსაა, რადგან აქ საკეისროს გაკეთება პრაქტიკულად პაციენტის „შეკვეთაზეა“ დამოკიდებული და ამ ოპერაციას პაციენტს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების გარეშე ხშირად უტარებენ. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი საქართველოში მოქმედი ჯანდაცვის სისტემაა, რომელიც ექიმებსა და კლინიკებს საკეისროს კვეთებისკენ უბიძგებს, რადგან ფინანსურ დაინტერესებას უჩენს.

მიუხედავად დავით სერგეენკოს რამდენიმე წლის წინანდელი განცხადებისა, რომ აპირებს საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას, ეს წილი მშობიარობებს შორის კვლავ მაღალია.

2014 წლიდან დღემდე, საკეისრო კვეთების გარკვეულ რეგულაციებში მოქცევის მცდელობის მიუხედავად, საქართველოში მშობიარობებს შორის საკეისრო კვეთის წილი კვლავ დიდია. ბოლო მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ საკითხში ძირეული ცვლილებების მოხდენის ნება არ გააჩნია, რეგულაციებმა კი შედეგი ვერ გამოიღო.

ამას ციფრები ადასტურებს: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2014 წელს სულ 49 047 მშობიარობა დაფიქსირდა, საიდანაც 18 103 საკეისრო კვეთის წილი იყო (საკეისრო კვეთების წილი მშობიარობათა საერთო რაოდენობის 37%), რაც შეეხება 2015 წელს - 50 832 მშობიარობიდან 18 818 საკეისრო კვეთა იყო – ამ შემთხვევაშიც საკეისრო კვეთების წილი მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან ისევ 37%–ია.

მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე აცხადებს, რომ ამ პრობლემას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი – წინა წლების განმავლობაში ბევრი საკეისრო კვეთა გაკეთდა, შესაბამისად, როდესაც უკვე „ნაკეისრალი“ ქალბატონი სამშობიაროში მიდის, ძალიან ძნელია მისი ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე დათანხმება.

მეორე მიზეზი - ქალებს არ აქვთ გავლილი მშობიარობის ფსიქოლოგიური მომზადება და ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ტკივილის შიშს. მესამე მიზეზად სინაურიძე არაჯანსაღ გარემოს და კვების პროდუქტებს ასახელებს, რომლის გამოც ხშირად ვხვდებით პათოლოგიებს. ასეთ პირობებში კი საკეისრო კვეთის გაკეთება მიზანშეწონილია.

„ქალს ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე საშუალოდ 12 -16 საათამდე სჭირდება, საკეისროს კვეთის შემთხვევაში კი მაქსიმუმ 30 წუთი. შესაბამისად, უპირატესობას საკეისროს ანიჭებენ. ამიტომ, ჩვენი კოლეგებიც სცოდავენ ხოლმე, როდესაც არ ახდენენ პაციენტთან ღრმა კონსულტირებას, რათა ქალს ეს მავნე პროცედურა გადააფიქრებინონ"-აცხადებს სინაურიძე.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს პროცესი გააკონტროლოს, თუმცა არსებულ სისტემაში ეს შეუძლებელია. სინაურიძე გამოსავალს ფინანსური მექანიზმის შეცვლაში ხედავს. კერძოდ, როდესაც სახელმწიფო ფიზიოლოგიურ მშობიარობას აფინანსებს 500 ლარით და საკეისრო კვეთას - 800 ლარით, კლინიკის მენეჯერისთვის, რა თქმა უნდა, საკეისროს გაკეთება უფრო მომგებიანია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. ამიტომ, როგორც სინაურიძე აცხადებს, აუცილებელია, შემცირდეს საკეისროს ტარიფი, ფიზიოლოგიურისა კი გაიზარდოს და, შესაბამისად ღირებულება გათანაბრდეს. იგი ოპტიმალურ ღირებულებად ორივე მომსახურებაზე 700 ლარს ასახელებს.

„მე არ ვამბობ, რომ ამის შემდეგ დრამატულად შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ ეს ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მდგომარეობას გააჯანსაღებს. გამოსავალი მარტივია, ანუ ისე, როგორც ამერიკის სადაზღვევო კომპანიები აკეთებენ. კერძოდ, აშშ-ს სადაზღვევო კომპანიები ეუბნებიან დაწესებულებას, რომ ბავშვის დაბადებაში გადაუხდიან მაგალითად X თანხას, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა ჯდება და ნაკლებია, რაც საკეისრო კვეთა. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში ეს თანხა რომ იყოს 700 ლარი, ამ თანხაში დაწესებულებას ფიზიოლოგიური მშობიარობიდან უფრო მეტი დარჩება და უფრო ნაკლები-საკეისრო კვეთის შემთხვევაში. შესაბამისად, მენეჯერი დაინტერესებული იქნება, რაც შეიძლება ნაკლები საკეისრო კვეთა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, კონტროლი უკვე ჯანდაცვის სამინისტროს აღარ დასჭირდება, სიტუაციას ფინანსური კონტროლი დაარეგულირებს,"-აცხადებს სინაურიძე.

მისივე განმარტებით, ფინანსური მექანიზმის შეცვლა ფინანსისტების საქმეა და არა ექიმების, შესაბამისად, ამაზე მენეჯერებმა უნდა იფიქრონ.

შეგახსენებთ, 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მეან-გინეკოლოგებისთვის მომზადებული პროტოკოლი "საკეისრო კვეთის" შესახებ სპეციალისტებს პირადად გააცნო. პროტოკოლი ქვეყანაში საკეისრო კვეთების რიცხვის შემცირებას ითვალისწინებდა.

"რადიკალური ნაბიჯები არ მოიაზრება, სამედიცინო ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომ საკეისრო ავკრძალოთ. მას თავისი ჩვენება აქვს და ამ ჩვენებით შესრულდება. საკეისრო კვეთის ჩვენებებთან დაკავშირებით პროტოკოლები დაურიგდათ სამშობიარო კლინიკების წარმომადგენლებს, ორსულს ძალიან დეტალურად უნდა აეხსნას მოსალოდნელი რისკები და შედეგები, რომელიც საკეისრო კვეთას მოჰყვება,"- განაცხადა მაშინ სერგეენკომ.

გასულ წლებში საკეისროს წილი მშობიარობებში 36–38% იყო, რაც სულ მცირე 2-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 40% და 50%-ზე მეტი საკეისრო კვეთა ფიქსირდებოდა.

სახელმწიფომ მშობიარობების დაფინანსება 2013 წლის 1 ივლისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპზე დაიწყო. ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, საკეისრო კვეთა კი 800 ლარით ფინანსდება. სწორედ ეს სისტემა გახდა საკეისრო კვეთების წამახალისელები ფაქტორი.

რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული საკეისრო? ეს საფრთხეები დიდი ხანია ცნობილია მედიცინისთვის.

კერძოდ, ოპერაციული ჩარევა ყოველთვის შეიცავს განსაზღვრულ რისკს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ბუნებრივი გზიდან გადახვევის საფუძვლიანი მიზეზი უნდა არსებობდეს. საჭირო დროს საკეისრო კვეთამ შესაძლოა გადაარჩინოს დედაც და შვილიც, სხვა შემთხვევაში კი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტ საფრთხეს უქმნის. ამ საკითხის შესასწავლად მრავალი გამოკვლევაა ჩატარებული. ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ – დედათა და პერინატალური ჯანმრთელობის დაცვის გლობალურმა კვლევამ, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განახორციელა, აჩვენა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი გზით მშობიარობასთან შედარებით 3-ჯერ უფრო ხშირია მძიმე გართულებები, რომელთა გამოც საჭირო ხდება დედის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა, სისხლის გადასხმა ან საშვილოსნოს ამოკვეთა და რომლებიც ზოგჯერ დედის სიკვდილსაც კი იწვევს. ასეთივე სტატისტიკა აღირიცხება ბავშვებთან მიმართებითაც. 3-ჯერ უფრო ხშირია ნაყოფის სიკვდილი, ახალშობილთა სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ კვირას, 
ხშირად ამ გზით დაბადებული ბავშვი 7 დღეზე მეტხანს ატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. საკეისრო კვეთის შემდეგ ყველა პაციენტს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ, ამ მედიკამენტების ყოველი მიღება კი უფრო და უფრო ზრდის წამალგამძლე ბაქტერიების წარმოშობის რისკს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საკეისრო კვეთის მიზანშეუწონელი გახშირება საგრძნობლად ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ოც წელიწადზე მეტი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ საკეისრო კვეთების 10-15%-ზე მაღალ მაჩვენებელს ვერც ერთ რეგიონში ვერ ექნება გამართლება. საქართველო ამ მინიმალური სტანდარტისგან ძალიან შორს არის. საქართველოს ხელისუფლების ჯანდაცვის პოლიტიკა კი სწორედ საკეისრო კვეთების, და შესაბამისად, ჩამოთვლილი რისკების გაძლიერებისკენაა მიმართული. ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტრო სისტემური ცვლილებების შესახებ არ საუბრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ათობით მშობიარე და ბავშვი საფრთხის წინაშე დგება. 

 

 



http://commersant.ge

2016.06.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006