logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველო განხორციელებული რეფორმებით მაგალითი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის

საქართველო განხორციელებული რეფორმებით მაგალითი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჟუჟანა იაკობმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ჟუჟანა იაკობმა განსაკუთრებით ორი მიმართულება - საყოველთაო ჯანდაცვა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა დაასახელა.

„მე ძალიან მოხარული და აღფრთოვანებული ვარ იმ რეფორმებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველო განხორციელებული რეფორმებით მაგალითი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება ორ მიმართულებას, ესენია: საყოველთაო ჯანდაცვა-სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობადა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჟუჟანა იაკობმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მან ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე აჭარაში, დავით სერგეენკოსთან ერთად სამედიცინო საზოგადეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„ევროპის რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოში ძალიან დიდი ცვლილება მოახდინეთ ჯანდაცვის სფეროში და მიხარია, რომ ამის აღნიშვნა ხშირად მიწევს. გასულ წლებთან შედარებით 2014-2015 წლებში მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ ნაწილს აქვს სრული ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელსაც აკეთებთ პრევენციაში, ჯანდაცვასა და ეკონომიკაში, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობის სუსტი სტატუსი არის დიდი ტვირთი და უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მზად არის, ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკას, სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის სრულ მოცვას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრად განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს და დავეხმარებით საქართველოს მთავრობას ჯანმრთელობის ისეთი დეტერმინანტების განვითარებაში, როგორიცაა: გარემოს დეტერმინანტები, ცხოვრების ჯანსაღი წესის ორგანიზება, თამბაქოს მოხმარების შემცირება, ჭარბი წონის მართვა, ფიზიკური აქტივობის და სხვა სოციალური დეტერმინანტების განვითარება. ასევე, მინდა შევეხო C ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც სრულიად უნიკალურია ევროპის რეგიონში. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერობს განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა, ჟუჟანა იაკობმა.

ჟუჟანა იაკობი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის პოზიციას ევროპის რეგიონში 2010 წლიდან იკავებს. იგი ევროპის წევრ რეგიონებს აქტიურად ეხმარება ჯანდაცვის პოლიტიკის სწორად წარმართვასა და დაგეგმვაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამდე ჟუჟანა იაკობი ევროკავშირის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის (ECDC) დამფუძნებელ დირექტორად მუშაობდა. ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორობის პერიოდში, იგი 51 წევრ ქვეყანას უწევდა კოორდინირებას ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით.

http://www.moh.gov.ge

2016.06.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006