logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა

2016 წლის 10 ივნისს 13.00-18.00 საათზე ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ევროპის რეგიონული ოფისის (WHO/Euro) ეგიდით გაიმართება

ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბი, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპული პროცესის ხელმძღვანელი ბატონი სრდან მატიჩი, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპის WHO/Euro ბონის ოფისის (გერმანია) დირექტორი ქალბატონი ელიზაბეტ პაინოვიჩი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ქ.ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მეცნიერები. 

შეხვედრა მთლიანად ეძღვნება 2017 წელს დაგეგმილ ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა   მე-6  მაღალი რანგის შეხვედრის მომზადებას. 

გარემო და ჯანმრთელობა  უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების დღის წესრიგში. აღსანიშავია, რომ გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებს დაეკისრათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მისი მართვის სფეროებში ისეთი  მექანიზნების შემუშავების და განხორციელებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიური  თვალსაზრისით მდგრად განვითარებას, ადამიანის ჯანმრთელობაზე  გარემოს ფაქტორების ზემოქმედების ეფექტურ მონიტორინგსა და პრევენციას. 

შესაბამისად, ინიცირებულია ინტერსექტორალური მმართველობა: ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესი ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პირველადი პრევენციული  ფართომასშტაბიანი  მიდგომების  შემუშავებას. ხოლო პოლიტიკა „ჯანმრთელობა 2020“ - დღეისათვის პასუხია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დეკლარირებაზე და გამოიყენება აღნიშნული მიზნების მიღწევის ძირითად პლატფორმად, რომლის მე-4  პრიორიტეტული მიმართულებაა მხარდამჭერი გარემოს შექმნა და ადგილობრივი საზოგადოებების მდგრადობის უზრუნველყოფა. 

„გარემოსა და ჯანმრთელობის“ საკითხებთან დაკავშირებული პანევროპული პროცესის ფარგლებში მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რეზოლუცია, ქარტია და დეკლარაცია.   

2010 წელს (პარმა, იტალია) გაიმართა გარემოსა და ჯანდაცვის მე-5 მისტრთა კონფერენცია და ჩამოყალიბდა ზოგადი ვალდებულებები და დროში განსაზღვრული მიზნები. მიღებულ იქნა ახალი მმართველობის მექანიზმი „ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესი EHP (European Environment and HealthProcess)“ და დაარსდა „ევროპული გარემოსა და ჯანდაცვის მინისტრთა საბჭო“. 

2014 წელს (ქ. ჰაიფა, ისრაელი) გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის შუალედური ანგარიშის განსახილველად, გარემოს და ჯანმრთელობის შესახებ პარმის დეკლარაციის განხორციელების პროგრესის შესაფასებლად, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჯანმრთელობა 2020“-ის  პოლიტიკის მთავარ კომპონენტს თანამშრომლობა, კოორდინაცია, პარტნიორობა სექტორებს შორის.    

10 ივნისს სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში წარმოდგენილ იქნება პრეზენტაციები და გაიმართება დისკუსია.

უფრო ვრცლად>>>

 

http://www.ncdc.ge

2016.06.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006