logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სოლიდარობის ფონდი 2 წლის გახდა და ახალ ინოვაციურ კამპანიას იწყებს

საქართველოს სოლიდარობის ფონდი ზუსტად 2 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს დაფუძნდა, პრემიერ მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ეროვნული სოლიდარობის ფონდმა ამოქმედების პირველ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის მიმართულება აირჩია, რამდენადაც ჯანდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდისა და ქვეყანაში ონკოლოგიის სფეროში უკვე მოქმედი ფონდების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ასობით ოჯახი კვლავ რჩებოდა განსაკუთრებით ძვირადღირებული მკურნალობით გამოწვეული კატასტროფული დანახარჯების რისკის წინაშე.

შვილის მკურნალობისათვის დაფინანსების ერთადერთ საშუალებად ბევრი ოჯახისათვის საცხოვრებლის ან სხვა ძირითადი ქონების გაყიდვა რჩებოდა და ხშირად ესეც კი არ იყო საკმარისი...

მაგრამ უკვე 2 წელია, სოლიდარობის ფონდის დაფუძნების დღიდან, საქართველოში სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა.

ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ჩვენ ერთად - ყოველთვიურად 60 000-ზე მეტი საჯარო მოხელისა და 27 კერძო კომპანიის დახმარებით შევძელით. ჩვენ ერთად უკვე 6 785 935 ლარის მობილიზება შევძელით და პროგნოზული დაფინანსების გათვალისწინებით 265 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დავამტკიცეთ საერთო ჯამში 9 მილიონი ლარის მოცულობით. 145 შემთხვევაში განსაკუთრებით ძვირადღირებული მკურნალობა დაფინანსდა საზღვარგარეთ.

„მადლობა ჩემი ნიკოლოზის თითოეული ამოსუნთქვისათვის...“ - 12 წლის ნიკოლოზის დედის ქალბატონი ხათუნას ეს სიტყვები ალბათ ყველაზე მეტად გამოხატავს სოლიდარობის ფონდის მნიშვნელობას და თუ რამდენად სასიცოცხლოა ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით შექმნილი ეს უდიდესი სიკეთე.

ეს ის უპრეცედენტო შედეგია, რომლის შენარჩუნებაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და რომელიც მხოლოდ საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ჩართულობით იქნება შესაძლებელი.

სწორედ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ჩართულობისა და ამ შედეგების შენარჩუნებისათვის სოლიდარობის ფონდი იწყებს ახალ ინოვაციურ კამპანიას - გადმოწერე, გადარიცხე, გადაარჩინე.

ეს არის სოლიდარობის ფონდის, ლიბერთი ბანკისა და კომპანია ლემონდუს ერთობლივი პროდუქტი - Android და ios სისტემების აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც უკვე მობილური ტელეფონიდან შესაძლებელია ფონდში თანხის გადმორიცხვა.

შემოგვიერთდით რომ კიდევ უფრო მეტი შევძლოთ და ერთად ვიბრძოლოთ თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლისათვის.

პარალელურად საქართველოს სოლიდარობის ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით აქტიურად მუშაობს აშშ და ევროპის წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებთან საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური სერვისის გაუმჯობესებისათვის, რომ 2017 წლის ბოლოსათვის თითოეულ ბავშვსა და ახალგაზრდას ჰქონდეს საშუალება საქართველოშივე მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის, ხარისხიანი მკურნალობა.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი

2016.06.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006