logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შოთა გულბანი: ფასები მედიკამენტებზე უკვე 5 თვის განმავლობაში იკლებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 47% ფიქრობს, რომ იმ მედიკამენტების ფასები, რომელთა ყიდვაც ყველაზე ხშირად უწევთ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ძალიან გაიზარდა, 35%-ის აზრით – ცოტათი გაიზარდა, 9%-ის აზრით – არ შეცვლილა, ხოლო 2%-ის აზრით – ცოტათი შემცირდა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბას” პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, “აფბა” 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდება 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ფასების ცვლილებას, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ფასმა დაღმავალი ტრენდი განავითარა.

როგორ შეაფასებთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევას, რომლის მიხედვითაც ფასები მედიკამენტებზე ბოლო 12 თვის მანძილზე გაზრდილია? 

ვფიქრობ, კითხვის ფორმულირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი კითხვით შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ მკვლევარმა ორგანიზაციამ მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში არ იცოდეს, იმ მოსახლეობისა, რომლისთვისაც სააფთიაქო ქსელების გაჩენის დღიდან, მედიკამენტების ფასები მუდმივად წარმოადგენდა უკმაყოფილების საგანს.

როდესაც ჩვენ ვეკითხებით რესპონდენტს, რომელიც პერიოდულად მოიხმარს მედიკამენტებს და, ამასთან ერთად, მისი ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, გაიზარდა თუ არა ბოლო 12 თვის განმავლობაში ფასები, რესპოდენტი ემოციური ფონიდან და საკუთარი შემოსავლების წამლის ფასთან მიმართებიდან გამომდინარე, გვპასუხობს, რომ კი, ძალიან გაიზარდა.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოქალაქეს ვერ მოვთხოვთ, რომ მან ბოლო 12 თვის განმავლობაში აწარმოოს მედიკამენტების მნიშვნელოვანი ჯგუფების ფასების მონიტორინგი. მისი მხრიდან პროტესტის გრძნობის გამოხატულებაა ის, რომ მისთვის ძვირი მედიკამენტის გამო ღიად განაცხადოს.

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? 

ჩვენს ქვეყანაში, საარსებო შემწეობის მიმღები სულ 125 300 ოჯახია, ხოლო რეგისტრირებული 498 395 ოჯახი. ეს რას ნიშნავს იცით? თითქმის მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ უკიდურეს გაჭირვებაშია, ისინი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის დანიშვნას ითხოვენ. ამ ფონზე ვინმეს გაუკვირდება, რომ მოსახლეობა მედიკამენტების ფასებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს?

რას უნდა ველოდოთ, მოქალაქეები განაცხადებენ, რომ მედიკამენტებზე ფასებმა დაიკლო და ყველაფერი კარგადაა? რა თქმა უნდა, ასე არ მოხდება. სანამ მოსახლეობის ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება, ფასები ნებისმიერ პროდუქტზე, მითუმეტეს მეტიკამენტებზე, მუდმივად იქნება პრობლემური საკითხი სოციალურად დაუცველი მომხმარებლებისთვის. ასეთი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ მრავლადაა საქართველოში.

ჯანდაცვის პლატფორმასთან ერთად, “აფბა” ბოლო 7 თვის განმავლობაში ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდება 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტების ფასებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ფასები ძირითადად ყოველ თვე მცირდებოდა.

ფასების შემცირება გარკვეული ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული: ერთის მხრივ, კონკურენტული გარემოს ფორმირებით, რასაც ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლამ და სახელმწიფოს მიერ სწორად გატარებულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი, ხოლო მეორეს მხრივ, ლარის გამყარებით.

 

http://ipress.ge

2016.06.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006