logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მომზადდა

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მოამზადა.

დოკუმენტში, რომელიც სახელმძღვანელო ხასიათისაა და განკუთვნილია, როგორც სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებებისათვის, ასევე პაციენტებისთვის, ასახულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სხვადასხვა რეკომენდაციები, მათ შორის:

  • რა პრინციპები არსებობს მონაცემების დამუშავების კანონიერების დაცვისთვის;
  • რა შემთხვევაში შეიძლება ამ მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და გასაჯაროება;
  • რა ვალდებულებები აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის;
  • ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები სამედიცინო დაწესებულებებში;
  • პაციენტის, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები;

„სამედიცინო მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ყოველდღიურად აგროვებენ, ინახავენ და იყენებენ ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ რეკომენდაციის მომზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება, ვინაიდან მასზე არაუფლებამოსილი პირების წვდომამ, უკანონო გამოყენებამ, გამჟღავნებამ, შეცვლამ ან განადგურებამ, მონაცემთა დამუშავების დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ შესაძლოა მძიმე მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენოს პაციენტს და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია“ – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სამედიცინო მომსახურების გამწევ დაწესებულებებს სთავაზობს კონსულტაციებს, რათა მათ კანონის შესაბამისად გაატარონ მონაცემების დაცვისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და თავიდან აიცილონ დარღვევები.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტი  უფლებამოსილია მისი პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ან მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს

რეკომენდაცია მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #(97) 5 რეკომენდაციის საფუძველზე.

რეკომენდაცია ხელმისაწვდომია ინსპექტორის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე.

http://www.personaldata.ge

2016.06.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006