logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონიალი

2016 წლის 31 მაისს 10:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება


ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ კურსდამთავრებულების
სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონიალი

ცერემონიალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ჯულიეტ მორგანი, სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დირექტორი (სკ/სელსპ) ერიკ ტონგრენი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სომხეთის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

პროგრამის კურსის დასრულების ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს 16 სპეციალისტი: ოთხი აზერბაიჯანელი, ხუთი სომეხი და შვიდი ქართველი - სამივე ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან.

სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა ეს არის პარტნიორული პროგრამა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან /სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაზე 2009 წლიდან.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ანალოგიური პროგრამის მსგავსად სკ/სელსპ სწავლებას უტარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ მასპინძელ ქვეყანებში.

სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა, ადამიანის და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა, კონტროლი და პრევენცია.

სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა არის ორწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ სწავლებას - საკლასო ოთახში და პრაქტიკულ მუშაობას მენტორების ზედამხედველობის ქვეშ დაავადების ეპიდზედამხედველობის, ეპიდაფეთქების დროული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის სფეროებში. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ექსპერტი, ეპიდემიოლოგი და ლაბორატორიის სპეციალისტი ასრულებენ მრჩევლების ფუნქციას და ხელმძღვანელობენ პროგრამას მასპინძელი ქვეყნის კოლეგებთან თანამშრომლობით.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღნიშნული პროგრამისათვის წარმოადგენს მასპინძელ უწყებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ამჟამად, სწავლების სრული ციკლი გაიარა მსმენელთა მე-6 კოჰორტამ (16 სპეციალისტი), მზადებას აგრძელებს მეშვიდე კოჰორტა (17 სპეციალისტი), რომელმაც უკვე გაიარა მთლიანი სწავლების ნახევარი ეტაპი, ხოლო მერვე კოჰორტას სწავლა დღეიდან დაეწყება.
ცერემონიალი გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (II სართული).

უფრო ვრცლად>>>

http://www.ncdc.ge

2016.05.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006