logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

2016 წლის 31 მაისს 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი რუმსში“  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გაიმართება  „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სლოგანით

მსოფლიო თამბაქოს გარეშე - მოვემზადოთ სადა შეფუთვისათვის

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელი პირები. ასევე, პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება ტარდება პროექტის „ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსი და აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტი.

ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ  დღეს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“, რომლის მიზანია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებზე ფოკუსირება და ეფექტური პოლიტიკის დანერგვის ადვოკატირება თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად.

2016 წელს, ჯანმო და ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნო წევრ ქვეყნებს  მოუწოდებენ მოემზადონ თამბაქოს პროდუქტების სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვისათვის.

სადა შეფუთვა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად, რადგან ის ამცირებს თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობას, ზღუდავს თამბაქოს შეფუთვის საშუალებით პროდუქციის რეკლამირებას და პროპაგანდას, ამცირებს აქცენტს შეცდომაში შემყვან მარკირებაზე და ზრდის გამაფრთხილებელი პიქტოგრამების ეფექტს.

სადა შეფუთვა ზღუდავს ან კრძალავს  კოლოფზე ლოგოტიპის, ფერების, ბრენდის ან სარეკლამო ინფორმაციის განთავსებას და გულისხმობს ბრენდის და პროდუქციის სახელწოდების გამოსახულებას სტანდარტული ფერითა და გარნიტურით. 

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მე-11 და მე-13 მუხლის განხორციელების გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ წევრ ქვეყნებს განიხილონ სადა შეფუთვის დანერგვის შესაძლებლობები.

სადა შეფუთვა წარმოადგენს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მულტისექტორული მიდგომის მნიშვნელოვან ნაწილს. პოლიტიკის შემქმნელებს, სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებას შეუძლიათ დაარწმუნონ მთავრობები განიხილონ სადა შეფუთვის დანერგვის შესაძლებლობები.   

ფაქტები სადა შეფუთვის შესახებ:

♦ სადა შეფუთვისადმი  ინტერესი მატულობს მსოფლიოს მასშტაბით;

♦ 2012 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სრულად განახორციელა  სადა შეფუთვა;

♦ 2015 წელს, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და საფრანგეთში მიიღეს კანონები და 2016 წლის მაისიდან აღნიშნულ ქვეყნებში დაინერგა სადა შეფუთვა;

♦ ბევრი ქვეყანა ემზადება შესაბამისი კანონების მისაღებად სადა შეფუთვაზე გადასასვლელად.  

 2016 წლის კამპანიის მიზნებია:

♦ ხაზი გაესვას სადა შეფუთვის მნიშვნელობას, როგორც თამბაქოს კონტროლის მულტისექტორული ღონისძიებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას;

♦ წევრ ქვეყნებში სადა შეფუთვის დასანერგად შესაბამისი პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ინფორმატიული  და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებით.

♦ წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, რათა გარდამავალ პერიოდში, სადა შეფუთვაზე გადასასვლამდე, გაძლიერდეს შეფუთვისა და მარკირების, ასევე  რეკლამირების, პროპაგანდისა და სპონსორობის ამკრძალავი ღონისძიებები.   

♦ წევრი ქვეყნებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რათა სადა შეფუთვის კანონების დანერგვის პოლიტიკურ პროცესებში გამოირიცხოს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა.


უფრო ვრცლად>>>

 

http://www.ncdc.ge

2016.05.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006