logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქველმოქმედო ღონისძიება სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

16 მაისს, 19.00 საათზე რიტუალების სასახლეში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, “ფონდი არველაძის“ და ქართულ - თურქული ბიზნეს ასოციაციის თანადგომით იმართება საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად.

ეს არის საქართველოს სოლიდარობის ფონდის, საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთჯერადი დონაციების მოსაძიებლად.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოში მოღვაწე 40-მდე თურქული ბიზნეს კომპანია, თურქეთის კლინიკების წარმომადგენლები სადაც ქართველმა ბავშვებმა უკვე ჩაიტარეს მკურნალობა და ასევე  თურქეთიდან მკურნალობის შემდეგ დაბრუნებული რამოდენიმე ბავშვი მშობლებთან ერთად.

საგანგებოდ საქველმოქმედო საღამოსთვის თბილისში ჩამოდის თურქეთში წარმატებით მოღვაწე ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ძმებთან რევაზ და არჩილ არველაძეებთან ერთად სოლიდარობის ფონდის დაფუძნების დღიდან ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია.  

ასევე სოლიდარობის ფონდის საქველმოქმედო საღამოსათვის თბილისს სტუმრობს ახალგაზრდა  ბრიტანელი პიანისტი და კომპოზიტორი ოლივერ პული, რომელიც 21-ე საუკუნის ანტონ რუბენშტეინად არის მოხსენიებული საერთაშორისო შეფასებებში.

რამდენადაც სოლიდარობის ფონდის მიერ საზღვარგარეთ დაფინანსებული ბავშვების მშობლების 75% თურქეთში ირჩევენ მკურნალობას და შესაბამისად დღეისათვის სოლიდარობის ფონდის მიერ საზღვარგარეთ დაფინანსების უდიდესი ნაწილი თურქეთის სამედიცინო ცენტრებში მიემართება - საღამოზე თურქი ბიზნესმენების მიერ გაღებული დონაციები მოხმარდება თურქეთში ქართველი ბავშვების უკვე ჩატარებულ ან დაგეგმილ მკურნალობას.

2016 წლის 5 მაისის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდმა 6.5 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო.  უკვე  მობილიზებული  და  პროგნოზული  დონაციების  გათვალისწინებით ფონდმა  სულ 22-წლამდე 238  სიმსივნით  დაავადებული ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა 8.7 მილიონი ლარის მოცულობით, მათ შორის 131 შემთხვევაში საზღვარგარეთ - გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. 131 ბავშვიდან 94 შემთხვევაში მკურნალობისათვის პაციენტის თურქეთის კლინიკები აირჩიეს. თურქეთის კლინიკებში სოლიდარობის ფონდის მიერ სულ დამტკიცებულია 94 ბავშვისა და ახალ გაზრდის მკურნალობის დაფინანსება საერთო ჯამში 2 205 000 აშშ დოლარისა და 429 000 ევროს მოცულობით. აღნიშნული რესურსიდან 1 655 000 აშშ დოლარისა და 317 000 ევროს ღირებულების დახმარება (საერთო ვალდებულების 74%) სოლიდარობის ფონდმა უკვე სრულად დაფარა 59 ბავშვისათვის, ხოლო 35 შემთხვევაში დაფინანსება ნაწილობრივ ან სრულად დასაფარი რჩება“

საქართველოს სოლიდარობის ფონდი

2016.05.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006