logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რას ნიშნავდა წარწერა - "ქალაქში მკვლელია? უშველის "მეტადონი" ნარკომანებს?!

26 ივნისს, ნარკომანიისა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა.
სიტყვებით გამოვიდნენ: ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გელა ლეჟავა, საქართველოს ანტინარკოტიკული კოალიციის კოორდინატორი ჯანა ჯავახიშვილი, ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო დარგში ხათუნა თოდაძე და სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარე თამარ სირბილაძე. პრესკონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი და ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
"ნარკომანს აქვს სამი მდგომარეობა: 1. ზის ციხეში, 2. მკურნალობს, 3. არც მკურნალობს და არც ციხეში ზის, თავისუფალია და სჩადის დანაშაულს. ამერიკელებმა გამოიანგარიშეს და დაადგინეს, რომ ციხეში მყოფ ნარკომანზე სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 50 ათას დოლარს ხარჯავს, მის მკურნალობაზე - 20 ათას დოლარს, იმ შემთხვევაში კი - თუ არც მკურნალობს და არც პატიმრობაშია, სახელმწიფოს ნარკომანის შენახვა 150 ათასი დოლარი უჯდება. მაშ, მკურნალობა საუკეთესო გამოსავალია, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პრესკონფერენციის მონაწილენი.
ქალბატონმა ჯანა ჯავახიშვილმა გამოკვეთა ის, რომ ჩვენი საზოგადოების მიერ წამოწყებული ანტინარკოტიკული კამპანიების უმეტესობა უშედეგოდ მთავრდება, ან უკურეაქციას იწვევს. ამგვარ, უშედეგო აქციებს შორის მან დაასახელა სუბოტექსის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა, რომელიც სულ ცოტა ხანში ჩაკვდა. რაც შეეხება წარწერებს - "ქალაქში მკვლელია!" (რაშიც თურმე ნარკოტიკი იგულისხმებოდა - ხ. ჩ.), ამან მხოლოდ შიში გამოიწვია მოსახლეობაში. შეშინებულ, დამფრთხალ ადამიანს არ შეუძლია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, ეს საკითხი სულ სხვაგვარ, რაციონალურ მიდგომას საჭიროებს, - თქვა ქალბატონმა ჯანამ.
საინტერესო იყო ქალბატონ ხათუნა თოდაძის გამოსვლა. მან ჩანაცვლებითი თერაპიის პრობლემებზე იმსჯელა. ჩანაცვლებითი თერაპია შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტებისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებების მიცემას გულისხმობს. ძირითადად, ასეთი პრეპარატებია მეტადონი და ბუპრენორფინი. ქალბატონი ხათუნას თქმით, მსოფლიოში 55 ქვეყანა სარგებლობს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით. ერთ მილიონამდე ადამიანს უკვე მკურნალობენ ამ მეთოდით. "მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ პაციენტებში მცირდება შფოთვა და დეპრესია. მეტადონით მკურნალობა სჭირდება უკვე ჩამოყალიბებულ ნარკომანს, რომელზეც სხვა მკურნალობამ ვერ იმოქმედა. ამ ეტაპზე, მეტადონით მკურნალობას გლობალური ფონდი აფინანსებს და ის უფასოა", - აღნიშნა მან.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი გეგელაშვილმა. განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა განიხილოს სპეციალური კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს ნარკომანის როლს, მის ადგილს საზოგადოებაში...

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2007.06.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006