logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "არ დავცინით იმ ადამიანებს, ისინი ავადმყოფები არიან და უნდა გადავარჩინოთ"

ნარკომანია ნელი სიკვდილია. ნარკომანი სპობს არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს, არამედ დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ოჯახის წევრების, ახლობლების ფსიქიკაზე, საზოგადოებაზე. ამის მიუხედავად, ნარკომანია მაინც ვრცელდება და სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს.
ასეთ ვითარებაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს პოპულარული ადამიანების პოზიციას - რას ეტყვიან, რას ურჩევენ მომავალ თაობას, ახალგაზრდებს.
ამა წლის 25 და 26 ივნისს, თბილისში, ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული აქცია გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი და საზოგადოებისათვის ცნობილი, პოპულარული ადამიანები. აქცია 2 დღის მანძილზე გრძელდებოდა.
25 ივნისს, ქიაჩელის ქუჩაზე, "დუტას კაფეში", შეიკრიბნენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, მასმედიის წარმომადგენლები...
თითქმის ყველას ეცვა მაისური წარწერით - "ნარკომანია სირცხვილია", გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც წარმოადგინეს რეჟისორისა და სცენარის ავტორის გიორგი გურგულიასა და საპატრიარქოს ანტინარკოტიკული ცენტრის ერთობლივი კინოპროექტი - ”კომენტარის გარეშე". პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ფილმის იდეური საფუძველი ნარკომანიის გაშარჟება, საზოგადოებაზე კეთილისმყოფელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების, ანუ ნარკოტიკების მოხმარებისადმი უარყოფითი განწყობის შესაქმნელად ტრაგი-კომედიური ჟანრის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებაა.
- არ დავცინით ამ ადამიანებს, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა, - მიგვაჩნია, რომ ნარკომანი ავადმყოფია და ის უნდა გადარჩეს. გადარჩენის ერთადერთი გზა კი რწმენაში, სულიერებაში უნდა იპოვნოს. მასმედიის მიერ ამ უმძიმესი საკითხის გაშუქება ხანდახან უკუშედეგის, ნარკომანიის რეკლამის ფორმას იღებს, რადგან არ ითვალისწინებს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმებს. არ შეიძლება ამ თემაზე მსუბუქი და ნაჩქარევი მსჯელობა. ყველაფერი გააზრებული და გათვალისწინებული უნდა იყოს. ფსიქო-სოციალური ზემოქმედება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ნარკომანიის პრევენციისათვის.
რეჟისორმა გიორგი გურგულიამ თქვა, რომ ეს აქცია კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით იმართება..."ნარკომანია სირცხვილია!" - ეს სიტყვები პირველად ჩვენმა პატრიარქმა წარმოთქვა და ის ყველამ ერთად უნდა გავიმეოროთ. ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა ამ დამღუპველი სენის წინააღმდეგ საბრძოლველად", - აღნიშნა მან.
ითქვა, რომ საქმეში უნდა ჩაერთონ სასულიერო პირები, ექსპერტები, ფსიქოლოგები. ყველა უნდა გაერთიანდეს ნარკომანიის წინააღმდეგ საბრძოლველად პატრიარქის, ჩვენი ეკლესიის ირგვლივ, რათა ვიხსნათ ახალგაზრდები ნარკოგენოციდისაგან.
მეორე დღეს, სამების საკათედრო ტაძრის "ახალგაზრდულ ცენტრში" გაიმართა კონკურსი "ნარკომანია მოზარდების თვალით". ღონისძიების ინიციატორია პატრიარქის საერთაშორისო ფონდთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი. ღონისძიება და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს - 26 ივნისს მიეძღვნა.

ხათუნა ჩიგოგიძე

http://www.open.ge/sakartvelos-respublika

2007.06.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006