logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ამჟამად დაახლოებით 300 ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი და ნარკომანია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში დღეისათვის დაახლოებით 300 ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი და ნარკომანი ითვლება. ამის შესახებ განაცხადა პროგრამა "მეტადონის" ხელმძღვანელმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ აკაკი გამყრელიძემ.
"საქართველოში ნარკომანიასთან მიმართებით მძიმე მდგომარეობაა. ნარკოტიკების მომხმარებლები ძალზედ ბევრნი არიან. მათი რიცხვი კრიტიკულ ზღვარს სცილდება. საქართველოში ოფიციალურად 35 ათასი ნარკოტიკის მომხმარებელი და ნარკომანია რეგისტრირებული. მაგრამ, ვვარაუდობთ, რომ ნარკოტიკებს 250-დან 300 ათასამდე ახალგაზრდა მოიხმარს", - განაცხადა აკაკი გამყრელიძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ თუ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი მოსახლეობის საერთო რიცხვის 0,5 პროცენტს აჭარბებს, მაშინ იქ ეკონომიკური სიტუაცია მთლიანად იცვლება.
აკაკი გამყრელიძემ აღნიშნა, რომ "2007 წელს საქართველოში ნარკომანიის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლისთვის 650 ათასი ლარი გამოიყო, მათგან 250 ათასი - ნარკომანების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე, ხოლო 400 ათასი - ეგრეთ წოდებული ნარკოტიკების "მეტადონით" ჩანაცვლების პროგრამის გაფართოებაზე ჩაიდო.
თუმცა, ამ თანხებს გამყრელიძე არასაკმარისად მიიჩნევს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა აშშ-ის მოსახლეობაზე თითქმის 20-ჯერ ნაკლებია, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ნარკომანიასთან ბრძოლისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფილაქტიკაზე, ყოველწლიურად 16 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.
"საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემა ჩვენთან არსებობს და თანაც ძალიან მწვავედ. უკვე ჩვენი ერის გენეტიკური მომავლის საკითხი დგება. ჩვენ, ნარკოლოგები, სამწუხაროდ, არც თუ ოპტიმისტურად ვართ ამასთან მიმართებაში განწყობილნი. უცნობია, რა მოხდება უახლოეს მომავალში. ნარკომანიის პროფილაქტიკისათვის ძალიან დიდი სახსრებია აუცილებელი", - განაცხადა გამყრელიძემ.
მას პასუხის გაცემა გაუჭირდა, თუ რა შედეგებს მოგვცემს ნარკომანიასთან ბრძოლის კანონი, რომელიც მკაცრდება როგორც ნარკოტიკების რეალიზატორების, ისე მომხმარებელთა მიმართ. კანონპროექტს ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს.
"ვერ ვიტყვი, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის გამკაცრების მომხრე ვარ. კანონს, რომელიც რაღაცას კრძალავს, განსაზღვრული მექანიზმები უნდა გააჩნდეს. მოქალაქის ფსიქოლოგიაში ფორმირებული უნდა იყოს კანონმორჩილება, რომელიც, ერთი მხრივ, ადამიანის დასჯის შიშიდან მომდინარეობს, ხოლო, მეორე მხრივ, მისთვის რაიმე ალტერნატივის შეთავაზება ხდება", - განაცხადა გამყრელიძემ.
მან აღნიშნა, რომ 40-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში არ ახსოვს, რომ ნარკომანმა უარი თქვას ნარკოტიკებზე მისი დასჯის შიშის გამო. ”ეს კანონი უფრო მეტად მათზეა გათვლილი, ვინც ეხლა აპირებს ნარკოტიკების გასინჯვას. ასეთი პროფილაქტიკისთვის ამ კანონმა შეიძლება იმუშაოს”, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ნარკოლოგიური ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა დავით ვადაჭკორიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ნარკომანია მახინჯ ფორმებს იძენს. ”ნარკომანების დიდი ნაწილი ისეთ ნარკოლოგიურ საშუალებებზე გადავიდა, რომლებიც მათ პირველი ჯგუფის ინვალიდებათ აქცევენ და ჩვენ, ფაქტიურად, მათ ვერაფრით ვეხმარებით. ასეთი სიტუაცია მკვეთრდა ისახებ შიდა ქართლში, სამტრედიაში, ქუთაისში, ქობულეთსა და სხვა ქალაქებში”, - განაცხადა მან.
ვადაჭკორიამ აღნიშნა მასმედიასა და ხელოვნების როლი აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში. კერძოდ, ამ მხრივ, მან აღნიშნა ფილმი ”სუბორდინაცია”, რომელმაც, მისი განცხადებით, ნარკომანიის თემის აქტუალიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
”ფილმის ძირითადი მიზანია - ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ, თუ რა სიბოროტე მოაქვს ნარკოტიკებს, დავიცვათ ახალგაზრდობა, რომელიც ჯერ არ იღებს ნარკოტიკს, მაგრამ რომელიც ნებისმიერ დროს, ასეთი დიდი რაოდენობის ნარკომანების გავლენის ქვეშ, შეიძლება მათ რიცხვში აღმოჩნდეს. დღეს ეს პრობლემა იმდენად მწვავედ და არასტანდარტულად დგას, რომ მასთან გამკლავება ძალზედ რთული იქნება”, - განაცხადა ფილმ ”სუბორინაციის” რეჟისორმა აჩიკო ქავთარაძემ.
”ჩვენ ახალი მეთოდები უნდა ვეძებოთ, ამ პრობლემის გადაჭრის ახალი გზები. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ყველამ უნდა იბრძოლოს, თვით ნარკომანებმაც კი. მათი იზოლირება საზოგადოებისგან და ამ პრობლემის მათ გარეშე გადაჭრა არ შეიძლება”, - აღნიშნა მან.

ელენე ფარცვანია

http://www.newsgeorgia.ge

2007.06.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006