logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კლინიკებში გარემოს გაუმჯობესებით, პაციენტების გადინება შემცირდება

საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა, დასკვნით ეტაპზეა. ტენდერის ბოლო საფეხურზე გავიდა ავსტრიული კომპანია "ალფამედიკი", რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP. ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით მედიცინის დოქტორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში კონსტანტინე ჩახუნაშვილი განმარტავს:

„კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი ცუდი არ იქნება. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე შეუწყობს ერთმანეთს ხელს. ეს კი, თავის მხრივ, განვითარებისთვის კარგი სტიმულია. დღეს ყველას უჭირს. შეიძლება, კერძო სექტორი რაღაცაში წამოეხმაროს, მეორე მხრივ, სახელმწიფო დაეხმარება და ერთობლივად, რა თქმა უნდა, უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. როდესაც ორივე მხარე დაინტერესებულია, უფრო წარმატებული იქნება ასეთი ურთიერთობა, შესაბამისად, მოდელიც ზუსტად მორგებული“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა. 

ექსპერტმა ასევე ისაუბრა პაციენტის მკურნალობის დროს არსებული გარემოს მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდი გავლენა აქვს მკურნალობის შედეგზე:

„სამუშაო გარემო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია პასუხისმგებლობის გრძნობის ასამაღლებლად, როდესაც ექიმი კარგ გარემოში მუშაობს, ის უკვე მოტივირებულია, რომ უკეთესად შეხვდეს პაციენტს, უფრო მომზადებული იყოს და გაიუმჯობესოს უნარ-ჩვევები. როგორც წესი, მსგავს თემებზე უფრო მეტად სწორედ კერძო სექტორი ზრუნავს. ის უკეთეს სამუშაო პირობებს უქმნის თავის ექიმს, რომელიც შესაბამისად, უკეთესად იზრუნებს პაციენტზე. ამ შემთხვევაში სწორედ პაციენტი რჩება მოგებული. ზოგადად, როდესაც ადამიანი მიდის საავადმყოფოში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება განწყობას. ამერიკელები პაციენტის მკურნალობის დროს მნიშვნელობას ანიჭებენ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. დანიშნული მკურნალობა უკეთეს შედეგს გამოიღებს კარგ გარემოში, ვიდრე იქ, სადაც არ არის შესაბამისი პირობები“, - მიიჩნევს კონსტანტინე ჩახუნაშვილი. 

ექიმი აღნიშნავს, რომ კარგი ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური პერსონალი და შესაბამისი გარემო ხელს შეუწყობს ქვეყნიდან პაციენტების გადინების შემცირებას. 

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი წამყვანი სპეციალისტების დონე არაფრით ჩამოუვარდება უცხოელებისას. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ისინი უკეთ იცნობენ პაციენტებს, ჩვენი რეგიონისათვის დამახასიათებელი სპეციფიკიდან გამომდინარე. ვერ ვიტყვი, რომ ბევრ რამეში ძალიან ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნებს, თუნდაც თურქეთს. შეიძლება ისინი ზოგიერთი მიმართულებით წინ არიან, რაც გამოწვეულია მათი ახლო ურთიერთობით ევროპასა და ამერიკასთან. თუკი განვითარდება ინფრასტრუქტურა და სამკურნალო გარემო გაუმჯობესდება კლინიკებში, ქვეყნიდან პაციენტების გადინება შემცირდება“ - აღნიშნა მან. 

კონსტანტინე ჩახუნაშვილი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი ცვლილებები პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობას გააღრმავებს:

„საბოლოო ჯამში, მივესალმები დაგეგმილ ცვლილებებს და ვფიქრობ, ეს ნაბიჯები უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს კავშირს პაციენტსა და ექიმს შორის“, - აცხადებს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

http://www.ipress.ge

2016.03.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006