logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ყოველი მე-8 ბავშვის მშობელი აცრებზე უარს ამბობს - პაატა იმნაძე: "აცრების მოწინააღმდეგეები არიან ექიმები, რომლებიც რაღაც კლინიკებში მუშაობენ"

ბავშვების გეგმური იმუნიზაციის საკითხი ქვეყანაში შესაბამისი სამსახურების პროპაგანდისა და მუშაობის შედეგად გარკვეულწილად მოწესრიგებულია. მაგრამ რჩება პრობლემები, რომლებიც ლოკალური ეპიდაფეთქებების თუ არა, მძიმე დაავადებების ცალკეული შემთხვევების გამოვლინებით მაინც აღინიშნება.
ამ დაავადებების თავიდან აცილების ეფექტური საშუალება დროული იმუნიზაცია, ანუ აცრების ჩატარებაა. მიუხედავად ამისა, მშობლების გარკვეული რაოდენობა იმუნიზაციას არ მიმართავს და შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სასწორზე დებს. თუ ადრე იმუნიზაციით მართული დაავადების შემთხვევა უბნის ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს წარმოადგენდა, ახლა მიდგომების შეცვლასთან ერთად, სპეციალისტები პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით აუცრელი ბავშვების ახალ კოლექტივებში დაშვება მიზანშეუწონელია. ამიტომაც ბავშვთა ბანაკების დაკომპლექტებისას, ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა აცრების სტატუსს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში დიფთერიის უკვე 4 შემთხვევა აღინიშნა. ოთხივე შემთხვევაში ბავშვები აუცრელები იყვნენ. აქედან ერთი, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. საბედნიეროდ სამის განკურნება ექიმებმა შეძლეს. თუმცა, გადატანილი დაავადების შემდეგ ბავშვები დიფთერიაზე იმუნიზაციას მაინც საჭიროებენ.
2006 წელს საქართველოში დიფთერიით 14 ბავშვი დაავადდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აღნიშნავს, მთავარი და სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში კიდევ არიან აუცრელი ბავშვები. მისი თქმით, მიუხედავად ვაქცინაციის პროპაგანდისა, არის მშობლების გარკვეული კონტინგენტი, რომლებიც შვილების ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ.
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წელს საქართველოში ჩატარებულმა იმუნიზაციამ ბავშვებში 88% მოიცვა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ცუდი მაჩვენებელი არაა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული ვაქცინაციის მოცულობის მაჩვენებელი 95% მაინც უნდა იყოს. ოფიციალური მონაცემებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვების აცრაზე უარი განაცხადა 347-მა მშობელმა. გარდა ამისა, საქართველოში სულ 53 ბავშვია, ვისაც ვაქცინაციაზე მუდმივი უკუჩვენება აღენიშნება.
რა მიზეზით არ ცრიან მშობლები ბავშვებს. იმნაძის განმარტებით, არის ექიმთა კატეგორია, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში უშუალოდ ჩართულები არ არიან. მათ ვაქცინაციასთან შეხება არ აქვთ და მათი მომზადების დონე ამ სფეროში თანამედროვე დონეს ვერ პასუხობს. თანამედროვე მომზადების კრიტერიუმებს პოლიკლინიკის და ამბულატორიების ექიმები პასუხობენ. იმნაძის თქმით, ისინი სისტემატურ ტრენინგებს გადიან და ვერცერთ მათგანში აცრების მოწინააღმდეგეებს ვერ ნახავთ.
“აცრების მოწინააღმდეგეები არიან ექიმები, რომლებიც რაღაც კლინიკებში მუშაობენ და ვინაიდან ახალ მიღწევებთან შეხება არ აქვთ და მათი ცოდნა არ განახლებულა, ისევ ძველი შეხედულებით მუშაობენ. მართალია, ძველი ვაქცინები ბევრ უკუჩვენებას იძლეოდა, მაგრამ თანამედროვე ვაქცინებს ამას ვეღარ დავაბრალებთ. ჩვენ დასავლეთევროპულ ვაქცინებზე ვართ გადასულები და იმუნიზაციის კალენდარიც ევროპულია. რა თქმა უნდა, ვაქცინაციას შეიძლება გართულება მოჰყვეს. მაგრამ ეს უიშვიათესი შემთხვევებია. ისიც მხოლოდ ერთი და იმავე ვაქცინით, რაზეც ბავშვს რეაქცია ჰქონდა, აცრა აღარ შეიძლება. სხვა დანარჩენი დასაშვებია”- ამბობს ბ-ნი პაატა.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, აუცრელი ბავშვები კიდევ ერთი პრობლემის, პოლიომიელიტით დაავადების წინაშე დგანან. მართალია, ქვეყანაში ამ დაავადებების ადგილობრივი შემთხვევები დიდი ხანია, არ აღნიშნულა, მაგრამ ის შეიძლება თავისუფალი მიმოსვლის შედეგად, შემოტანილი შემთხვევით გამოვლინდეს. ინფიცირების და გავრცელების რისკ-ჯგუფს კი აუცრელი ბავშვები წარმოადგენენ.
მართალია, ამ დაავადების შემთხვევები, ისევე, როგორც სხვა მძიმე დაავადებებისა, ზრდასრულებშიც აღინიშნება. მაგრამ, იმნაძის თქმით, უფროსები საკუთარ თავზე არიან პასუხისმგებლები. ბავშვზე პასუხისმგებელი კი მშობელია.

ნინო ფრანგიშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.06.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006