logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკების მხრიდან მცდელობებია, რომ გეგმური შემთხვევები გადაიყვანონ გადაუდებლად

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკების მხრიდან არის მცდელობები, რომ გეგმური შემთხვევები გადაიყვანონ გადაუდებლად, ვინაიდან ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა. ასე ეხმაურება სერგეენკო არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საავადმყოფოები დაზღვევასთან დაკავშირებით თანხებს ბერავენ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მიღწევაა.

"შარშან მთელი წელი ვისმენდით, რომ პროგრამა შეიძლებოდა გაჩერებულიყო, მაგრამ შეფერხება არ ყოფილა და იგივე იქნება წელს", - აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება კლინიკებზე კონტროლის შესაძლო გამკაცრებას, დავით სერგეენკო განმარტავს, რომ კონსტროლის მექანიზმი და მონიტორინგი უკვე 2013 წლიდან ხორციელდება, თუმცა იდეალური სისტემა არ არსებობს.

"ის, ვინც რაიმე სერვისებში იხდის თანხას, მანვე მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ თანხის მიზნობრიობა. ეს არის იმ რიგის პრობლემა, რომელიც მეტნაკლებად საერთოა ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ჩვენს შემთხვევაში, რადგან ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა, გადაუდებელი მკურნალობა 100 %-ით ფინანსდება, ხოლო გეგმური 70 ან 80%-ით, არის ხოლმე მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმური შემთხვევები გადაიყვანონ გადაუდებლად. ასეთი შემთხვევები ცნობილი ფენომენია. ამისათვის ჩადებულია დაცვისთვის სამმაგი ეშელონი, თუმცა იდეალური სისტემა არ არსებობს", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, არასწორად შევსებული დოკუმენტაციის შემთხვევაში სამინისტრო ან თანხას საერთოდ არ იხდის, ან თანხის მინიმუმ 10 %-ით ჯარიმდება დაწესებულება.

"რაც შეეხება კონტროლის მექანიზმის გამკაცრებას. 36-ე დადგენილებაში ამ სამი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა და თითოეული მათგანი მიმართული იყო იმისკენ, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული არამიზნობრივი ხარჯები. სამწუხაროდ ხშირი შემთხვევებია, შეიძლება ასეულობით, როცა პაციენტის მკურნალობის დოკუმენტაციას არასწორად გვაწვდიან და ამ დოკუმენტაციაზე თანხას არ ვრიცხავთ, საუბარია დაახლოებით მოწოდებული დოკუმენტაციის 5%-ზე", - განმარტა მინისტრმა.

http://www.moh.gov.ge

2016.03.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006