logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პრემიერ-მინისტრი C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეხვდა

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ უკვე ყოფილ და მომავალ პაციენტებს შეხვდა. ის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი C-ს გარეშეა. „ძალიან მიხარია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული, რაც უკვე ძალიან დიდი იმედის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველო სულ ახლო მომავალში იქნება C ჰეპატიტის გარეშე“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სიახლეებზე გააკეთა აქცენტი და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე ისაუბრა. „ეს გაგრძელდება იმდენ წელიწადს, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს შესაბამის მკურნალობას“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პროგრამაში მონაწილე უკვე განკურნებულ პაციენტებს „მე ძალიან მიხარია, რომ აწ უკვე ყოფილი პაციენტები მხარში გვიდგანან ამ პროგრამის განხორციელებაში,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
პაციენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია უახლესი თაობის მედიკამენტი „ჰარვონი“, რომელიც ორი პრეპარატის “სოფოსბუვირისა“ და „ლედიპასვირის“ კომბინაციას წარმოადგენს და წინა თაობის მედიკამენტებისგან კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობითა და გვერდითი მოვლენების სიმცირით გამოირჩევა.
პრემიერ მინისტრისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ ყოფილ და მომავალ პაციენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გაცხადდა, რომელიც თავად C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების იდეა იყო. პროგრამაში ჩართული ყველა მოქალაქე უკვე განკურნებული პაციენტისგან ფოსტით მიიღებს წერილს, რომელშიც საუბარი იქნება თუ რა გზა გაიარა თითოეულმა მათგანმა ვირუსის დასამარცხებლად. პირველი წერილის პრეზენტაცია დღევანდელ შეხვედრაზე შედგა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ვიდეო რგოლიც იქნა წარმოდგენილი.
დღესვე, ღონისძიების პარალელურად ყოფილი პაციენტის თემურ რადიანის იმ კოლაჟების გამოფენა მოეწყო, რომელიც ავტორმა განკურნების შემდეგ შექმნა.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ დრომდე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 7000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო. ამათგან მკურნალობის კურსი 3500-მა დაასრულა, 90%-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა.

http://www.moh.gov.ge

2016.03.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006