logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რა დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე – სპეციალისტთა რჩევები

გაზაფხული – სეზონი, როდესაც თითქმის ყველა დაავადება მწვავდება. ეს ეხება როგორც ვირუსულ, ისე ქრონიკულ დაავადებებს. სხვადასხვა ფაქტორთან ერთად დაავადებების მატება დაქვეითებული იმუნიტეტით არის გამოწვეული.

“კვირასთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გაზაფხულის დამდეგს გაციების ან გრიპის შეყრის რისკი კვლავ რჩება. მისი თქმით, გაზაფხულზე იზრდება წითელათი და წითურათი დაავადების ალბათობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებით თუ ვინმეს გამოტოვებული აქვს გეგმური აცრა, ასეთი აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.

"გაზაფხულის დამდეგს გაციების ან გრიპის შეყრის რისკი კვლავ რჩება, ამიტომ კვლავ ფრთხილად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჰიგიენის წესები და დროულად მივმართოთ ექიმს, ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკ-ჯგუფის კატეგორიის პაციენტები არიან.

გაზაფხული ისეთი პერიოდია, შესაძლოა, გააქტიურდეს წითელა და წითურა, ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებიც აცრილები არ არიან, უნდა აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინით. გაზაფხულზე აქტიურდებიან ტკიპები, ამიტომ მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს ბუნებაში, მინდორში გასვლისას,“- განუცხადა „კვირას“ პაატა იმნაძემ.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ალერგიული რეაქციები. ჰაერში დიდი რაოდენობით მცენარეული მტვრის გამოყოფა ზოგიერთ ადამიანში იწვევს ალერგიას, ანუ პოლინოზს.

ალერგოლოგი, იმუნოლოგი ლოლა ასანიძე ალერგიის თანმხლებ სიმპტომებსა და გაზაფხულის ალერგიის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს.

“მოგეხსენებათ, გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობის შედეგად დიდი რაოდენობით მცენარეული მტვერი გამოიყოფა. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს მტვერი იწვევს ალერგიას. ალერგიას თან ახკავს რინიტი. ცემინება, ალერგიის უფრო რთული ფორმაა, როცა ამ ყველაფერს თან ახლავს ხველა და სუნთქვის გაძლიერება. ყველა შემთხვევაში საჭიროა ყურადღება, რათა დროულად დაიწყოს სათანადო მკურნალობა. რაც შეეხება პრევენციას, ალერგიისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა ამ პერიოდში უნდა ატარონ პირბადე, თავი შეიკავონ ბაღებსა და რეკრეაციულ ზონებში სიარულისგან. ალერგენები შეიძლება იყოს სახლშიც, თუმცა ღია სივრცეში ამისი ალბათობა გაცილებით დიდია“, -აცხადებს ლოლა ასანიძე.

რაც შეეხება საგაზაფხულო ავიტამინოზის და დაქვეითებული იმუნიტეტის პრობლემას, იმუნოლოგი ამბობს, რომ ხილთან ერთად სასურველია ვიტამინების კომპლექსური მიღება.

ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებთან ერთად გაზაფხულის პერიოდი რთულია გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. განსაკუთრებით მარტი-აპრილის მონაკვეთში მწვავდება არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადებები.


http://kvira.ge

2016.03.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006