logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თბილისში საერთაშორისო ექოკარდიოგრაფიული სკოლის პრეზენტაცია გაიმართა

22 ივნისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო ექოკარდიოგრაფიული სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.
"სკოლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე იმოქმედებს. წელიწადში ორჯერ, პერმანენტულად კარდიოლოგიის სფეროში მსოფლიოში ცნობილი გერმანელი სპეციალისტები სემინარებს ჩაატარებენ, რომლის წყალობითაც ქართველი სპეციალისტები კვალიფიკაციას აიმაღლებენ. ანალოგიური სკოლები ევროპის ბევრ ქვეყანასა და უნივერსიტეტში მოქმედებს", - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მენაბდემ.
ეს სკოლა ერთობლივი პროექტია, ესენის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ნაყოფია.
უკვე 16-18 აგვისტოს სკოლაში გაიმართება სემინარი-ტრენინგი "შავიზღვისპირეთის აუზის ქვეყნების პროფესორ რაიმუნდ ერბელის სახელობის ექოკარდიოგრაფიული სკოლა". კურსს ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რაიმუნდ ერბელი წაიყვანს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დასავლეთევროპული ელექტროკარდიოგრაფიის განვითარებაში.
სკოლის საპატიო თავმჯდომარეა პროფესორი გიორგი მენაბდე. სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი კარდიოლოგი ლევან მეტრეველია. სკოლის განათლების და მეცნიერების სექტორის ხელმძღვანელები გერმანელი პროფესორი თომას ბაკი და სერგო ორჯონიკიძე არიან.
სემინარში, რომლის საფასურიც 30 ევროა, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კარდიოლოგებს, რადიოლოგებს, თერაპევტებს, ოჯახის ექიმებს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებს. სემინარი ანიჭებს როგორც ქართულ, ისე ევროპულ კრედიტ-ქულებს.
ქართველი კარდიოლოგის სერგო ორჯონიკიძის განცხადებით, "ეს სწავლის სიმბოლური გადასახადია. ევროპაში ანალოგიური სემინარების ღირებულება 250-დან 300 ევრომდეა".

ელენე ფარცვანია

http://www.newsgeorgia.ge

2007.06.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006