logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრისა და აშშ-ს ელჩის შეხვედრა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს იან კელის შეხვდა.

მხარეებმა ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელებული პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღდება გაამახვილეს ბიო-მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ მიღწევებზე. მათ შორის, გამოჰყვეს ერთიანი ლაბორატორული სისტემის შექმნის, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათაშორისი გარდამავალი პასუხისმგებლობების ხელშეკრულების საკითხები.

შეხვედრაზე თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრეს. მნიშვნელოვან მიღწევებზე, გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოების ჭრილში, სამომავლო ხედვა წარმოადგინეს.

იან კელიმ ამერიკაში, დავით სერგეენკოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.

"ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრი ესტუმროს და მაღალი დონის შეხვედრები გამართოს აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თავდაცვითი საფრთხის შემცირების სააგენტოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, რომ მინისტრს პროდუქტიული შეხვედრები ჰქონდეს ნიუ-იორკში დაგეგმილ გაერო-ს შეხვედრების დროს. ველით, რომ ეს იქნება ძალზედ სასარგებლო და პროდუქტიული ვიზიტი", - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლები.

http://www.moh.gov.ge

2016.03.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006