logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მეოთხე სამშობიარო მრავალპროფილიან კლინიკად ჩამოყალიბდება – საავადმყოფოს ახალი მფლობელი ჰყავს

ორთაჭალაში მდებარე, დავით ქორიძის სახელობის მეოთხე სამშობიარო მრავალპროფილიან კლინიკად ჩამოყალიბდება. საავადმყოფო სამედიცინო კომპანია „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემამ“ პ.ს.პ ჯგუფის ჰოსპიტალური გაერთიანებისგან შეიძინა.

„პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის" დირექტორი იაგორ კალანდაძე გარიგების ღირებულებას არ აკონკრეტებს.

მისი თქმით, კლინიკაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია. 1 მარტიდან  კი ფუნქციონირებას  ახალშობილთა რეანიმაცია დაიწყებს.

იაგორ კალანდაძე აცხადებს, რომ მარტის შუა რიცხვებში დაიწყებს მუშაობას ნევროლოგიის განყოფილება, შემდეგ კი იქნება კარდიოლოგია და უროლოგია.

კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ კლინიკა ღუდუშაურისა და ინგოროყვას მსგავსი ანუ კლასიკური გაგებით მულტიპროფილური არ იქნება, მას უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებები დაემატება.

იაგორ კალანდაძე აცხადებს, რომ სამშობიაროში მომუშავე პერსონალის გათავისუფლება არ მომხდარა და ისინი მუშაობას აგრძელებენ. ახალ მიმართულებებზე კი ეტაპობრივად ახალი პერსონალი დაიწყებს მუშაობას.

 ამ ეტაპზე კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოები სრულად შემოდგომისთვის დასრულდება.

კლინიკა უკვე თანამშრომლობს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიასთან, მათ შორის პე-ეს-პე დაზღვევასთან, არდისთან, იმედი ელ-თან, ჯი-პი-აისთან.

თუმცა, კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საერთო სისტემის შექმნას და კონკრეტულ კომპანიებთან გაერთიანებას არ აპირებენ.

„მე და ჩემს მეგობრებს არასწორად მიგვაჩნია, როდესაც ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია - სადაზღვევო, სამკურნალო, ფარმაცევტული სფეროები -  ბუნებრივად არაჯანსაღი ურთიერთობა წარმოიქმნება. ამ დროს იძულებული ხარ პაციენტი შენს კლინიკაში წაიყვანო, როცა სხვაგან შეიძლება უკეთესი სერვისი მიიღოს, მიაწოდო შენი პრეპარატი, როცა სხვაგან შეიძლება უკეთესი პრეპარატი მიიღოს. ასეთი ჯაჭვი სწორად არ მიმაჩნია“,- განაცხადა იაგორ კალანდაძემ.

http://commersant.ge

2016.02.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006