logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული: 29 თებერვალი – 6 მარტი

მარილი და თქვენი ჯანმრთელობა

ღონისძიების მისია

მსოფლიო აქტივობა: “მარილი და ჯანმრთელობა“-ს მისიის ძირითადი გზავნილი ერთგვარად ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციას მარილის მოხმარების დღიური ნორმის შესახებ, რაც 6 გრამს შეადგენს და ბევრად ნაკლებია პოპულაციათა უმრავლესობაში მარილის მოხმარების მაჩვენებელზე.

მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი ხდება ინფორმირებული, იმის თაობაზე, რომ  მარილის ჭარბი მოხმარება საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის და აცნობიერებს, რომ საჭიროა აქტიური მოქმედება მის შესამცირებლად. რამდენიმე წლის წინ, მარილის საფრთხე ჯანმრთელობისათვის შედარებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის. კვების ინდუსტრიების, მთავრობების და ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევით მარილი და ჯანმრთელობა ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აქტივობათა დღის წესრიგში დადგა.

მოხმარებული მარილის უმეტესი წილი (75-80%) მზა საკვებ პროდუქტებშია, რომელთა შეძენა ჩვენთვის უხშირესად მოსახერხებელია დროის დაზოგვის მიზნით. ყოველდღიური მოთხოვნილების საკვები პროდუქტები, მათ შორის, პური, შეიცავს საკმაო რაოდენობით მარილს, ამიტომ აღნიშნული უნდა გავითვალისწინოთ და შევარჩიოთ მარილის დაბალი შემცველობის ვარიანტები და რაც მთავარია, უპირატესობა მივანიჭოთ ახალ პროდუქტებს -თევზი, ბოსტნეული, ხილი, რომლითაც მოვამზადებთ საკვებს სახლის პირობებში. მრავალი საკვები პროდუქტი შეიცავს ე.წ. დაფარულ მარილს, მაშინაც კი, როდესაც  გემოვნებითი თვისებები არ მოითხოვს, რომ ის იყოს მარილიანი. ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა წავიკითხოთ ეტიკეტები და ავირჩიოთ საკვები ნაკლები მარილის შემცველობით.

მარილი და ჯანმრთელობა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები  სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში; მომატებული სისტოლური არტერიული წნევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირდაპირი მიზეზია, რომელსაც ინსულტის შემთხვევთა 60%-ზე მეტი  და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა თითქმის 50%  უკავშირდება. არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატების მნიშვნელოვანი მიზეზია და მისი მცირედ შემცირებაც კი, უდიდეს სარგებელს მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მარილის დღიური დოზის 6 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომლის დახმარებითაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა  24%-ით, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა  18%-ით  შემცირდება.

რეკომენდაცია მარილის დღიური ნორმის შესახებ

არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მარილის მოხმარების  დღიურ ნორმას 6 გრამამდე დღეში. უმეტეს ქვეყნებში მოხმარებული მარილის თითქმის 80% მოდის მზა პროდუქტზე, რომელშიც მარილის შემცველობა მაღალია, თუმცა ეს ფაქტი მომხმარებლისთვის უცნობია. ამ მოვლენით აიხსნება, თუ რატომ არის მარილის მოხმარება ბევრ ქვეყანაში მაღალი, რადგანაც მოსახლეობა მისი პასიური მომხმარებელია გაცნობიერების გარეშე. 

ინფორმაცია WASH-ჯგუფის შესახებ

მარილის მოხმარების პრევენციის მსოფლიო კვირეულის ინიციატორია „მსოფლიო აქტივობა მარილი და ჯანმრთელობა“ (World Action on Salt and Health WASH). WASH ჯგუფი ურჩევს მოსახლეობას, შეზღუდოს ჭარბი მარილის მოხმარება. როგორც ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი, უნდა მოხდეს ადამიანთა ინფორმირება - საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. WASH-ი წარმოადგენს გლობალურ ჯგუფს, გააჩნია მისია, გააუმჯობესოს მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობა მარილის მოხმარების თანდათანობითი შემცირების გზით; ის რეკომენდაციებს აძლევს ნაციონალური კვების წარმოებას, რათა შეამცირონ მარილის შემცველობა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში და მუშაობს მთავრობებთან მარილის მოხმარების შეზღუდვის პოპულაციური სტრატეგიის აუცილებლობის დასაბუთების მიზნით. აღნიშნული აქტივობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში არსებულ მოდელს – „ქმედებათა კონსესუსი  მარილისა და  ჯანმრთელობის შესახებ“ (Consensus Action on Salt and Health – CASH) ეფუძნება.

2016 წლის კვირეულის ფარგლებში (29 თებერვალი - 6 მარტი) მარილისა და ჯანმრთელობის მოქმედებათა კონსენსუსი (Consensus Action on Salt and Health – CASH) აღნიშნავს მარილის მოხმარების შემცირების მიზნით 20 წლიანი გამოცდილების არსებობას დიდ ბრიტანეთში.

საქართველოში მარილის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კვირეულის  ისტორია დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა შეუერთდა „მსოფლიო მოძრაობა – მარილი და ჯანმრთელობა’’-ს. 

http://www.ncdc.ge

2016.02.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006