logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროგრამის დანერგვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში

2016 წლის 23 თებერვალს 12:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქ.გურჯაანში გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროგრამის დანერგვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ა(ა)იპ „კახეთი იონის“ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები, გურჯაანის პჯდ სექტორის სამედიცინო პერსონალი და სოფლის ექიმები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გლობალური კიბოს“ (GLOBOCAN) პროექტის შეფასებით 2012 წელს მსოფლიოში კიბოს 14.1 მლნ. ახალი და გარდაცვალების 8.2 მლნ. შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში 2015 წელს კიბოს 9073 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ქალთა პოპულაციაში პირველ ადგილზეა ძუძუს კიბო - 1743 (32,8%) ახალი შემთხვევა; საშვილოსნოდ ყელის კიბო არის მე-4 ადგილზე, სულ დაფიქსირდა  299 ახალი შემთხვევა (5,8%);

კიბოს პრევენციულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სკრინინგს. პირველად სკრინინგული გამოკვლევები დაიწყო 2008 წელს ქ. თბილისში, ხოლო 2011 წლიდან ამოქმედდა „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია „კიბოს სკრინინგი“ და მოიცავს ოთხი ლოკალიზაციის - ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის - კიბოს სკრინინგულ კლევებს მთელი ქვეყვის მასშტაბით. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით და მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპ-ტესტის ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიურ და კოლპოსკოპიის დროს აღებული მასალის მორფოლოგიურ კვლევებს. 2015 წელს გამოკვლეული იქნა 25005 ქალი;

2011-15 წლებში საშვილოსნოს ყელის სკრინინგში მიზნობრივი პოპულაციის ქალების ჩართულობა (მოცვის მაჩვენებელი) გაიზარდა  2.4%-დან 10,9%-მდე. თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ევროპის ქვეყნების მაჩვენებელზე (საშუალოდ 50-70%-ია), სადაც ძირითადად დანერგილია მოსახლეობის ორგანიზებული სკრინინგი. კარგად ორგანიზებული Pap-ტესტირება-ზე დაფუძნებული სკრინინგული კვლევებით, პათოლოგიური Pap-ტესტის მქონეთა  მეთვალყურეობითა და მკურნალობის შესაბამისი მექანიზმებით, შესაძლებელია მივაღწიოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის შემცირებას 80%-ით. 

ვინაიდან ჩატარებული სკრინინგული კვლევების ეფექტურობა ქვეყნისთვის მოცვის მაღალი მაჩვენებლებით განისაზღვრება, ამიტომ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საერთაშორისო ექპერტების რეკომენდაციით 2014 წლიდან დაიგეგმა ორგანიზებული სკრინინგის ელემენტების დანერგვა პილოტურად საქართველოს ერთ-ერთ რაიონში.  ამისათვის შეირჩა გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სადაც ფუნქციონირებს „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მომწოდებელი ქვეკონტრაქტორი დაწესებულება - ააიპ „კახეთი-იონი“. ეს ორგანიზაცია „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 2011 წლიდან, აღჭურვილია თანამედროევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული პროფესიული კადრით, გამოირჩევა  მომსახურების მაღალი ხარისხითა და შესრულების ეფექტურობით. მისი წილი ოთხივე ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგული კვლევების შესრულების საერთო მაჩვენებელში შეადგენს 24-25%-ს, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესრულების მაჩვენებელი სხადასხვა წლებში აღწევს 16-19% (რაც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს).

თავდაპირველად „საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის“ კომპონენტი ითვალისწინებდა სოფლად დასაქმებული პირველადი ჯანდაცვის ქსელის პერსონალის აქტიურ მონაწილეობას, რაც მოიცავდა მიზნობრივი პოპულაციის ქალთა ინფორმირებულობის გაზრდასა და სკრინინგული კვლევებით მიზნობრივი პოპულაციის მაქსიმალური მოცვის მიზნით მათ რეფერალს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულება - „კახეთი-იონში“.

2016 წლიდან პილოტური პროგრამა გაფართოვდა:  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის ექიმებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა თავად აიღონ პაპ-ტესტი მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის ქალებში (ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა ჩატარდება „კახეთი-იონში“), საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა სკრინინგის განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობა და ამით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ეძლევა ადგილზე (სოფლიდან გაუსვლელად) ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა. გურჯაანში პროვაიდერ დაწესებულებაში მისვლა საჭირო გახდება მხოლოდ პაპ-ტესტის აბნორმალური  პასუხის შემთხვევაში დამატებით კოლპოსკოპიური კვლევისა და ბიოფსიური მასალის ასაღებად.

http://www.ncdc.ge

2016.02.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006