logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრის, აშშ-ს ელჩისა და ჟურნალისტების სკრინინგი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მასმედიის წარმომადგენლები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მიიღო. შეხვედრა ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებსა და ელჩს C ჰეპატიტის სკრინინგისთვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერებინა და ვირუსზე შემოწმება თავადაც გაიარა. სკრინინგის შემდეგ, დავით სერგეენკომ იან კელისთან და ჟურნალისტებთან ერთად ეროვნული სასწავლო ცენტრის ვესტიბიულში გადაინაცვლა, სადაც C ჰეპატიტის სკრინინგი აშშ-ს ელჩმაც გაიარა.
საქართველოს პირველმა ექიმმა ჟურნალისტებს გადაუდებელ დახმარებაში მასტერკლასი ჩაუტარა და მულაჟების მაგალითზე უჩვენა, როგორ ხდება დაშავებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მიწვეული სტუმრებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ჩვენების დაწყებამდე მინისტრმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და საქართველოში ახლად შემოსული მედიკამენტ „ჰარვონის" შესახებ ისაუბრა. „პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელ ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, მედიკამენტი არ მიეწოდება", - განაცხადა მან. C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტი - „ჰარვონი" ორი პრეპარატის - „სოფოსბუვირისა" და „ლედიპასვირის" კომბინაციაა და კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. ძვირადღირებული მედიკამენტი „სოფოსბუვირის" მსგავსად კომპანია „გილეადმა" საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადასცა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა კი უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი. ამ მედიკამენტის მეშვეობით, შესაძლებელი გახდება წელიწადში 20 000 პაციენტმა გაიაროს მკურნალობის კურსი.

http://www.moh.gov.ge

2016.02.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006