logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ივა ყაჭიური: “ჩვენი ექიმები დაიბრუნებენ ღირსებას”

“ჩვენი ექიმები დაიბრუნებენ ღირსებას. ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას, რომ სასწრაფოს ექიმი და პირველი დახმარება სამედიცინო სფეროს პრიორიტეტებია”, - ეს სიტყვები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების “03-ის” გენერალურმა დირექტორმა ივა ყაჭიურმა განაცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო სასწრაფოს დაგვიანება. ”ამჟამად “03-ის” მანქანები ქუჩაში სირენების წივილით დადიან. სასწრაფოს მანქანისთვის მუდამ მწვანე შუქი და თავისუფალი გზა უნდა იყოს მომზადებული. და ყველამ უნდა გაიღვიძოს შუაღამისასაც კი, თუკი ვიღაცას ძალიან უჭირს და დროული დახმარება სჭირდება” - დასძენს ბ-ნი ივა.
”03-ში” მიმდინარე რეფორმების შესახებ გენერალური დირექტორი ამბობს:
”რეფორმა ჩვენს სფეროში ითვალისწინებს პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იცვლება ოპერატორთა შემადგენლობა. “03-ის” სატელეფონო მომსახურება მთლიანად გადავა სამედიცინო კადრების ხელში. დარეკავთ “03-ზე” და გამოიძახებთ ბრიგადას. იმ მცირე დროის განმავლობაში კი, სანამ თქვენთან ექიმები მოვლენ, სამედიცინო კონსულტაციას სხვა ექიმები ტელეფონით გაგიწევენ: გირჩევენ, რა მედიკამენტები უნდა გამოიყენოთ, რა სახის პირველი დახმარების საშუალებები უნდა მოსინჯოთ. წარმოიდგინეთ: ხელში გიჭირავთ ტელეფონის ყურმილი და ყველაფერს უკეთებთ თქვენი ოჯახის წევრს ექიმის რეკომენდაციით. გარდა ამისა, შეიცვლება აპარატურა - ის გახდება თანამედროვე სტანდარტის. ჩვენს ბრიგადებს ექნებათ ავტომატური კარდიოვერსიები, რომლებიც რამდენიმე ფუნქციას ითავსებენ. უფრო უახლესი ტიპის აღჭურვილობას არ იცნობს არც ერთი ქვეყნის სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ბრიგადებს ექნებათ სუნთქვის მართვისთვის აუცილებელი, პირველადი ქირურგიული ჩარევისთვის საჭირო სამობილიზაციო კომპლექტები. მასიური კატასტროფებისთვის (ჩვენთვის მასიურად ითვლება მძიმე ავარიები, როცა ხდება 5-6 მანქანის შეჯახება) გვეყოლება რეანომობილები და შეჯავშნული ბრიგადები. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების რაოდენობა თითქმის ორმაგდება. აქამდე თბილისს 56 მანქანა ემსახურებოდა. 50 დაემატება. ექიმების გადამზადებას “მედიქლაბ ჯორჯიას” - ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო ცენტრს ვანდობთ. აგვისტოში კონკურსი ჩატარდება”.

ლია ტოკლიკიშვილი

http://www.opentext.org.ge/new7day

2007.06.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006