logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკომ მედიკამენტების გაიაფების პროცესის დაწყება შეძლო

ახალი მოთამაშის გამოჩენას მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები დადებითად შეხვდნენ და მას ჯანსაღი კონკურენციის კარგ მაგალითად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების დაანონსებასაც გამოეხმაურნენ და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ ქართულ ფარამაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება, კონკურენციის ხელშეყობა და ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაასახელა. 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დადებით აფასებენ მინისტრის ინიციატივას და მიესალმებიან ამ წამოწყებას. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩენამ პროცესს ბიძგი უკვე მისცა. ამის შესახებ ფარმა–კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელიც მათ სააფთიაქო ქსელებში ჰუმანითი ჯორჯიას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პრეპარატების გამოჩენას მიეძღვნა.

კომპანია „იმპექს ფარმას“ დირექტორის, დავით კოხრეიძის აზრით, ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხთან დაკავშირებული სერიოზული რისკები ამჟამად არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ერთ–ერთი პრიორიტეტი, ფარმაცევტულ ბაზარზე, სწორედ ეფექტიანი და მაღალი ხარისხის პროდუქციის არსებობა იყოს. 

„ჯი პი სის“ გენერალური დირექტორი, დავით კილაძე ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელ უწყებად ჯანდაცვის სამინისტროს და, ზოგადად, ხელისუფლებას მიიჩნევს. მისი აზრით, თუკი არსებობს კითხვები ამა თუ იმ კომპანიის მიერ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით, ამაზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს:

„ხარისხის საკითხი არის ცალსახად სახელმწიფოს პრეროგატივა, ამიტომ აქ არ გავჩერდები. ხარისხის საკითხი არ არის საცალო ქსელის და დისტრიბუტორის განსახილველი თემა. როდესაც მედიკამენტი იღებს რეგისტრაციას, ანუ დაშვებას ბაზარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბაზარი აღიარებს ამ მედიკამენტის ხარისხს“, – აღნიშნა დავით კილაძემ.

„პე ეს პეს“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი არ გამორიცხავს, რომ მწარმოებლებმა „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შემდეგ ფასები დაწიონ, რასაც დისტრიბუტორიების მხრიდან წამლების გაიაფება მოყვება. პე ეს პე დისტრიბუტორია და მისი ფუნქცია მოსახლოებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, – ამბობს გოგილაშვილი.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დავით სერგეენკო, პრაქტიკულად, ჯანდაცვის პირველი მინისტრია, რომლის მიერ თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ბაზრის მომარაგება ხარისხიანი და ამავდროულად საგრძნობლად ხელმისაწვდომი პირველადი მოხმარების პრეპარატებით. 

კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლისა და სახელმწიფოს მხრიდან ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უწყების ერთ–ერთ გამოწვევადაც დაასახელა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში მედიკამენტებზე ფასები დაიწევდა. ამის ერთ–ერთ საშუალებად კი უწყებამ სწორედ მედიკამენტების ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება დაასახელა.

ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიამ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა. ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში მომხმარებელს უკვე შეუძლია ჰუმანითი ჯორჯიას კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30 %–ით დაბალ ფასად შეძენა. უახლოეს პერიოდში სააფთიაქო ქსელები სხვა ჯგუფების მედიკამეტებითაც მომარაგდება. 

http://newposts.ge

2016.02.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006