logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმი მიმდინარეობს

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ამ კუთხით უკვე მიღწეულ პროგრესზე და დარჩენილ გამოწვევებზე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფორუმი წელიწადში ერთხელ იმართება. მისი ორგანიზატორი ერთიანი საკოორდინაციო საბჭოა, რომლის მიზანსაც სახელმწიფო გლობალური ფონდისა და სხვა დონორების დახმარებით მიმდინარე აივ ინფექციის, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის სახელმწიფო დონეზე კოორდინირება წარმოადგენს.

"დღევანდელი შეხვედრა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით ტარდება. საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ფუნქციაა სახელმწიფოს არასამთავრობო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა კოორდინაცია. იმისათვის, რომ განხორციელდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტები, უდიდესია მხარდაჭერა, რომელსაც გლობალური ფონდი გვიწევდა, ეს პროექტი რამდენიმე წელიწადში მთლიანად სახელმწიფოს დაფინანსებაზე გადავა. შესაბამისად, მთელ რიგ შეხვედრებს ვახორციელებთ, რათა ეს გარდამავალი პერიოდი იყოს სწორი, შენარჩუნდეს მასში სამოქალაქო ჩართულობა. მოქალაქეებისათვის შენარჩუნებული იყოს ოპტიმალური სერვისი", - განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეჯერდება გარდამავალი პერიოდის გეგმის ძირითადი პარამეტრები.

"გლობალური ფონდის დაფინანსებასთან ერთად სახელმწიფო იხდის გარკვეულ თანხებს, ძირითადი დაავადებების - ტუბერკულოზის, შიდსისა და მალარიის მართვაში. უახლოესი ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება გლობალური ფონდის დაფინანსება ამ კუთხით და შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება სახელმწიფო დაფინანსება. ზუსტად 2 წლის შემდეგ მთლიანად სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი. გარდამავალი გეგმის შინაარსი სწორედ ეს არის. სწორად განისაზღვროს 2 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ნაბიჯები", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გლობალური ფონდი უახლესი 2 წლის განმავლობაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტისთვის 50 მილიონ ლარზე მეტ თანხას გამოყოფს.

http://www.moh.gov.ge

2016.02.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006