logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი "ჰარვონი" უკვე საქართველოშია

„ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტში გადავერთეთ სრულიად ახალი გენერაციის პრეპარატზე-„ჰარვონი““. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის, რევოლუციური მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია. ძვირადღირებული მედიკამენტი „სოფოსბუვირის“ მსგავსად კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა.
„ჰარვონი“ არის ორი პრეპარატის - „სოფოსბუვირისა“ და „ლედიპასვირის“ კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. განსხვავებით სოფოსბუვირისგან მას გამონაკლისი შემთხვევების გარდა კომბინირებული მკურნალობა სხვა მედიკამენტებთან ერთად ნაკლებად ესაჭიროება. შემცირებულია იმ მედიკამენტების რაოდენობაც, რომელიც კომბინირებული მკურნალობის დროს გამოიყენება.
ჯანდაცვის მინისტრმა იმ პაციენტებსაც მიმართა: „არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტონ მკურნალობა, რათა გადაერთონ „ჰარვონიზე“. ამის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ. მკურნალობის შეწყვეტა არის კატასტროფულად მაღალი რისკი და ჩვენ მათ ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ თვითნებურად შეტყვეტის შემთხვევაში დაიწყონ მკურნალობა ჰარვონით“.- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა იმ პაციენტებას , რომლებსაც მკურნალობის კურსი უკვე დასრულებული აქვთ, მაგრამ დამადასტურებელი, საბოლოო ანალიზი, რომელიც მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ კეთდება არ ჩაუტარებიათ.
„თითოეულ მათგან ვთხოვ უმორჩილესად და ამავდროულად კატეგორიულად, რომ გაიკეთონ ეს ანალიზი, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით ადმინისტრაციის წესები ყველა დანარჩენი პაცინეტისთვის გავამკაცროთ.“
პრესკონფერენციაზე დავით სერგენკომ ექიმებსაც მიმართა. მინისტრის განცხადებით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც „ჰარვონის“ მოლოდინში ექიმები უარს ეუბნებიან პაციენტებს ფორმა 100-ის დაწერაზე, რაც კატეგორიულად აკრძალულია.
„ფორმა 100 არის დოკუმენტი, რომელიც პაციენტმა პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა მიიღოს“.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, მათმა 90%-მა კი უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი.
პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და წელიწადში 20 000 პაციენტი გაივლის მკურნალობის კურსს, ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მომსახურების ცენტრი გაიხსნება, რათა ბენეფიციარებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნას.

http://www.moh.gov.ge

2016.02.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006