logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "აფბა": "ფანასკერტელის ინდექსი" შემცირდა - მედიკამენტებზე ფასი კლებას განაგრძობს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ" ფარმაცევტულ ინდექსზე - "ფანასკერტელის ინდექსი" მუშაობა დაასრულა და ბაზარზე არსებული ვითარება გაასაჯაროვა.

"აფბას" ყოველთვიურ ჭრილში (2015 წლის ნოემბერ-დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომ "ფანასკერტელის ინდექსი" პირველ შემთხვევაში 1,75%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%-ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

როგორც "აფბას" პრეზიდენტი შოთა გულბანი აღნიშნავს, "ფანასკერტელის ინდექსი" გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი - "ჯენერიკები".

გულბანის თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული წარმოების წამლებზე ფასების კლება არ შეინიშნება, ვინაიდან აქ პრაქტიკულად ბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე დომინირებს და შესაბამისად, საფასო პოლიტიკის წარმოებისას, როგორც ჩანს, კონკურენცია ნაკლებია.

ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე შემცირდა, რამაც "ფანასკერტელის ინდექსის" დაღმავალი ტენდენცია გამოიწვია, ხოლო ეს კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის - ჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენის მოლოდინს და პრაქტიკულად მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების სავარაუდოდ მინიმუმ 30%-ით იაფად შეთავაზებით არის განპირობებული, - აცხადებს გულბანი და დასძენს, რომ აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის შექმნის შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს. გულბანს მიჩნია, რომ სწორედ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლის მოლოდინი გახდა “ფანასკერტელის ინდექსის” შემცირების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

"აფბას" ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში "ფანასკერტელის ინდექსმა" შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი.

"აფბა"-ში აცხადებენ, რომ "ფანასკერტელის ინდექსი" ყოველთვიურ რეჟიმში განახლდება.

http://ipress.ge

2016.02.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006