logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაცია

კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში უმსხიველესი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. პროექტის ფარგლებში, სამი კლინიკის „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს"; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრის" (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია მოხდება. ეს იქნება კერძო და საჯარო თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროექტი. PPP ფორმატის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შემოიტანა, რომელთაგანაც გამარჯვების პრეტენდენტი ალფამედიკის კონსორციუმი გახდა.
კომპანიამ წარმოადგინა კლინიკების განვითარების საკუთარი კონცეფცია, რომელიც 36 თვეზეა გაწერილი და სამი კლინიკის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას მოიცავს. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბავშვთა ინფექციურისა და ონკოლოგიური ცენტრის ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსდება. სამუშაობის დასრულების შემდეგ კი რეაბილიტირებულ შენობებში დაბრუნდება.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და შეიმუშაოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიული ქსელი.
პრეზენტაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ესწრებოდნენ.

http://www.moh.gov.ge

2016.02.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006