logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “ჰუმანითი ჯორჯიამ” საპატრიარქოსთან არსებულ სამედიცინო კაბინეტს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

საპატრიარქოსთან არსებულმა სამედიცინო კაბინეტმა ფარმაცევტული კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიასგან” ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.

როგორც ფარმაცევტული კომპანიისგან იტყობინებიან, ეს არის “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების პარტია, რომელიც საპატრიარქოსთან არსებული სამედიცინო კაბინეტის პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ იმპორტირებული მაღალი ხარისხის პრეპარატები უმოკლეს ხანში გამოჩნდება “ჰუმანითი ჯორჯიას” კონტრაქტორი ფარმაცევტული ქსელების აფთიაქებში.

მანამდე კი კომპანია გეგმავს ცენტრალურ კლინიკებს და ისეთი ტიპის სამედიცინო კაბინეტებს, რომელთა პაციენტების, ძირითადად, სოციალურად დაუცველებს წარმოადგენენ, ჰუმანიტარული დახმარების სახით საჩუქრად გადასცეს ხშირი მოხმარების პრეპარატების გარკვეული მოცულობა.

“საპატრიარქოს სამედიცინო კაბინეტში ჩვენი სტუმრობა სწორედ ამ ციკლის გაგრძელებაა. გასულ კვირას ანალოგიური აქცია გვქონდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

საპატრიარქოს სამედიცინო კაბინეტისთვის საჩუქრად გადაცემული პრეპარატები, ისე როგორც “ჰუმანიტი ჯორჯიას” უკლებლივ ყველა პრეპარატი, დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ EU GMP-ის სერთიფიკატს და მათ ასევე გავლილი ხარისხის სერიული კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცერებულ ლაბორატორიებში.

ეს არის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც პაციენტებისთვის აუცილებელია და ვფიქრობთ, ჩვენი ჰუმანიტარული მიმართულება იმ პაციენტებს, რომელთათვისაც ესა თუ ის კონკრეტული მედიკამენტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, შეუმსუბუქებს ყოფას,”, – განაცხადა ანდრეი კუზმამ.

საპატრიარქოსთან არსებული სამედიცინო კაბინეტის ხელმძღვანელის ლალი ვაჭარაძის თქმით, “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ ჰუმანიტარული ხაზით მათთვის მიწოდებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.

“ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ, ეს პრეპარატები საშუალებას მოგვცემს ჩვენს პაციენტებს შესაბამის დანიშნულებასთან ერთად საჩუქრად გადავცეთ ეფექტური სამკურნალო საშუალებების მათთვის საჭირო რაოდენობაც, რაც შესაძლოა, ბევრი მათგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს”, – განაცხადა ლალი ვაჭარაძემ.

ფარმაცევტული კომპანიის ინფორმაციით, “ჰუმანითი ჯორჯიას” პრეპარატების დასაწყობება ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს და შემდეგი ფაზა უკვე იქნება მათი განთავსება კომპანიის კონტრაქტორი ფარმა–ქსელების აფთიაქებში. როგორც “ჰუმანითი ჯორჯიაში” აცხადებენ, მათი პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

ანდრიი კუზმას განცხადებით, “ჰუმანითი ჯორჯია”, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.

მისივე თქმით, გარდა პირველ ეტაპზე, 250–მდე დასახელების EU GMP-ის სერთიფიკატის მქონე და სერიულ კონტროლს დაქვემდებარებული ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, “ჰუმანითი ჯორჯიას” ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც.

კერძოდ, გადაწყვეტილია 130 მლნ აშშ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულების ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით.

http://jandacva.ge

2016.02.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006