logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში, სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოში

დღეისათვის საქართველოში ათასობით ადამიანმა გადაიტანა გრიპი გართულების გარეშე. ჯანდაცვის სისტემა მზად არის მძიმე შემთხვევების მართვისათვის. მსგავსი სიტუაციების მართვის გამოცდილება საქართველოს ჰქონდა 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებზე, როდესაც დომინირებდა A/H1p ვირუსი.

საქართველოში სიტუაცია ნაკლებად დრამატულია ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

2016 წლის მე-5 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს 100 000 მოსახლეზე, დაფიქსირდა 10 ლეტალური შემთხვევა (მ.შ. 6 ქრონიკული დაავადების მქონე პირებში).

მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

ამასთან, საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 5 კვირის მანძილზე (2016 წლის პირველი 5 კვირა) აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებების ინციდენტობისა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილის ზომიერი მატების ტენდეცია. 

2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის 267 ვირუსი (პირველი გამოყოფა - 2015 წლის 49-ე კვირაში). მათ შორის 257– A/H1p და 10 - A/H3. ლეტალურად დასრულდა 10 შემთხვევა, მ.შ. 9- A/H1p და 1- A/H3

გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა.

გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატების ტენდენცია, ამასთან, პრედომინანტურად გავრცელებული იქნება კვლავ A/H1p, რომელსაც ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა (სხვა ქვეტიპებთან შედარებით) და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი.

საქართველოს, სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, აქვს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსების შესახებ და დკსჯეც განაგრძობს ზედამხედველობას გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების გამომწვევი ვირუსების ცირკულაციაზე.

 

სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში და მსოფლიოში

სომხეთი - შეინიშნება შემთხვევათა კლება, დაფიქსირდა გართულებული გრიპის ვირუსით 18 გარდაცვალების შემთხვევა. საავადმყოფოებში, დღეისათვის, 700-მდე ადამიანი მკურნალობს. 1 იანვრიდან დღემდე სულ სამედიცინო დაწესებულებებს გრიპითა და გრიპის შემდგომი გართულებებით 3 ათასამდე ადამიანმა მიაკითხა.

უკრაინა - დღევანდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 155 ლაბორატორიულად დადასტურებული ლეტალური შემთხვევა, მათ შორის ორი 17 წლამდე ასაკისაა და 1 - ფეხმძიმე. ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევაა ოდესის რეგიონში - 32. გარდაცვლილთა 98% უკავშირდება H1N1 ტიპის ვირუსს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

რუსეთი - 29 იანვრის მონაცემებით 126 ადამიანი გარდაიცვალა გრიპის გართულებებით. ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით, სეზონური გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევები პიკს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიაღწევს, შემდეგ დაიწყება შემცირება.

მე-4 კვირის მდგომარეობით (18-დან 24 იანვარს, 2016) რუსეთში შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ავადობის მაჩვენებლმა მიაღწია 91.9 - 10 000 მოსახლეზე და პირველად გადააჭარბა საბაზისო (69.5) მაჩვენებელს. გეოგრაფიულად რუსეთის ყველა რაიონში გრიპი გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, გარდა ციმბირისა, სადაც გავრცელების მაჩვენებელი შეესაბამება რეგიონულ დონეს. რუსეთის რამოდენიმე რეგიონსა და ქალაქში ოფიციალურად გამოცხადდა გირპის ეპიდემია, რის შედეგადაც ამოქმედდა  დისტანცირების ღონისძიებები სკოლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ლაბორატორიულად გამოკვლეულია 4924 გრიპით დაავადებული ადამიანის ნიმუში 54 ქალაქში, მთელი რუსეთის მასშტაბით. გრიპი დადასტურებულია 1654 (33,6%) შემთხვევაში. მ.შ. დომინირებს გრიპის ვირუსი A (H1N1) pdm09 - 30.9% შემთხვევაში, გრიპის ვირუსი A (H3N2) - 2.0% -ში და გრიპი B -0.2% -ში.

თურქეთი  -  28 იანვრის მონაცემებით 57 ადამიანი გარდაიცვალა A/H1p გრიპის ვირუსით, მ.შ. 6 ადამიანი ქრონიკული დაავადების მქონე და 1 ორსული. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით შეინიშნება შემთხვევათა კლება და  480-დან, ვინც მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისათვის, 280-ში დადასტურებულია  A/H1p გრიპის ვირუსი.

ევროპა - ECDC-ს მონაცემებით  გრიპის ფართო გავრცელება  დაფიქსირდა 9 ქვეყანაში (ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ირლანდია, პორტუგალია, საბერძნეთი, სლოვენია, ისრაელი), რეგიონალური - 3 ქვეყანაში (გერმანია, ალბანეთი, სომხეთი), ადგილობრივი - 11 ქვეყანაში და სპორადული - 15  ქვეყანაში. ყველგან დომინირებს გრიპის  A (H1N1) pdm09 ვირუსი.

ამერიკა - აშშ-სა და კანადაში, CDC-სა და  FluNet -ის მონაცემებით,  მე-3 კვირის განმავლობაში  გრძელდება  გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევათა ზრდა, დომინირებს გრიპის ვირუსი A (H1N1) pdm09.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირებულია ავადობის დაბალი სიხშირე.

აზია - დასავლეთ აზიაში (ისრაელი, იორდანია, ომანი) დაფიქსირდა ავადობის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეული გრიპის A (H1N1) pdm09 და B ვირუსებით.

ირანსა და პაკისტანში გრძელდება გრიპის A (H1N1) pdm09 ვირუსით გამოწვეული შემთხვევების ზრდა.

ბაჰრეინსა და კატარში შეიმჩნება ავადობის შემცირება.

ცენტრალური, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყნებში დაფიქსირებულია ავადობის დაბალი მაჩვენებელი.

http://www.ncdc.ge

2016.02.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006