logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მედიკამენტების ყველა იმპორტიორი კრიზისულ მენეჯმენტზე მუშაობს

ლარის გაუფასურების ფონზე მედიკამენტების ყველა იმპორტიორი კომპანია კრიზისული მენეჯმენტის შემუშავების აქტიურ პროცესშია- ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების 93-95% იმპორტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტაშია შეძენილი და მათ ღირებულებაზე კურსის ცვლილება აისახება. 

კოკიაშვილი ამბობს, რომ ვალუტის ცვლილება ნაწილობრივ უკვე ასახულია მედიკამენტების ღირებულებაზე, მაგრამ ეს ცვლილება არ არის პირდაპირ პროპორციული ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან.  

მისი თქმით, იმპორტიორები მუშაობენ მომწოდებლებთან, გარდა ამისა, აფთიაქებში მოქმედებს ფასდაკლების დღეები, იმისათვის, რომ უკეთესი შეთავაზება გაკეთდეს მოსახლეობისთვის. 

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თუ ვალუტის მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, მედიკამენტების ფასის მატება მოკლე პერიოდში არ არის მოსალოდნელი. მისივე განცხადებით, ადგილობრივი წარმოება ვითარდება, თუმცა ნედლეული იმპორტირებულია, ამიტომ მედიკამენტების ფასი ვერც ადგილობრივი წარმოების ხარჯზე ვერ  იქნება სტაბილური. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიზნესი ელოდება კურსის დასტაბილურებას, რომ გრძელვადიანი გეგმების და პროგნოზების შემუშავება შეძლონ და გადააწყონ ბიზნესი, იმპორტიორებს რთული პერიოდი აქვთ და კრიზისული გეგმით მოქმედება ხდება. 

 

სალომე სოსელია

http://commersant.ge

2016.02.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006