logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სახელმწიფო, რეგიონებში მცხოვრებთ, ძუძუს კიბოს პრეპარატს 80%-ით დაუფინანსებს

პირველად საქართველოში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატით "ჰერცეპტინის"  რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულ კურსს 80%-ით დააფინანსებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ისევე როგორც კიბოს რეგისტრის 2015 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება (მ.შ. 450-500 თბილისში რეგისტრაციის მქონე პირი). საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული - HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო, რომლის ადრეულ სტადიებზე (I-III სტადია) განკურნების საუკეთესო შანსს ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობის ერთწლიანი კურსი წარმოადგენს.

2016 წლიდან სამინისტრო იწყებს ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) უზრუნველყოფას.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ "პროგრამის მიზანია HER2-რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს მქონე საქართველოს მოქალაქე ქალბატონებისთვის (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისა), რომელთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ინოვაციური, ტარგეტული თერაპიის ჩატარება პროდუქტით, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ბენეფიციართა უზრუნველყოფა განხორციელდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დო--კუმენტის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
გ) მედიკამენტის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა;

დ) სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, დევ-ნი--ლი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტ-ურებელი მო-წ--მ-ო-ბ-ის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

ე) გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული დასკვნა HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე.

პროგრამის მხრიდან იფარება მედიკამენტის ღირებულების 80%, ხოლო პაციენტი თანაგადახდით 20%-ს გდაიხდის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ ბრიფინგს გამართავს.

http://ipress.ge

2016.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006