logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჰუმანითი ჯორჯიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯიას მიერ იმპორტირებული მაღალი ხარისხის პრეპარატები უმოკლეს ხანში გამოჩნდება ჰუმანითი ჯორჯიას კონტრაქტორი ფარმაცევტული ქსელების აფთიაქებში. მანამდე კი კომპანია გეგმავს ცენტრალურ კლინიკებს ჰუმანიტარული დახმარების სახით საჩუქრად გადასცეს ხშირი მოხმარების პრეპარატების გარკვეული მოცულობა. “რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ჩვენი სტუმრობა სწორედ ამ ციკლის დასაწყისია. მოხარული ვარ, რომ დღეს პირველი ქართველი პაციენტი უკვე მიიღებს ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილ პრეპარატს”, – ამბობს კუზმა.

„ეს პრეპარატები, ისე როგორც ჰუმანიტი ჯორჯიას უკლებლივ ყველა პრეპარატი, დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ  EU GMP– ის სერთიფიკატს და მათ ასევე გავლილი ხარისხის სერიული კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცერებულ ლაბორატორიებში. ეს არის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც პაციენტებისთვის აუცილებელია და ვფიქრობთ, ჩვენი ჰუმანიტარული მიმართულება იმ პაციენტებს, რომელთათვისაც ესა თუ ის კონკრეტული მედიკამენტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ყოფას შეუმსუბუქებს. აქვე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენი პრეპარატების დასაწყობება ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს და შემდეგი ფაზა უკვე იქნება მათი განთავსება ჩვენი კონტრაქტორი ფარმა–ქსელების აფთიაქებში. ჩვენი პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.  დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი მოწონებით შეხვდება ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატებს“, – აღნიშნა ანდრიი კუზმამ.

მისივე განცხადებით, გარდა პირველ ეტაპზე, 250–მდე დასახელების EU GMP– ის სერთიფიკატის მქონე ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, ჰუმანითი ჯორჯიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით გადაწყვეტილია 130 მლნ აშშ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულების ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ იმედაძე აცხადებს, რომ ჰუმანითი ჯორჯიას მიერ ჰუმანიტარული ხაზით მათთვის მიწოდებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.

„ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ, ეს პრეპარატები საშუალებას მოგვცემს ჩვენს პაციენტებს დანიშნულებასთან ერთად საჩუქრად გადავცეთ ხარისხიანი და ეფექტური სამკურნალო საშუალებების გარკვეული რაოდენობაც, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა  ავთანდილ იმედაძემ.

ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია. 

http://commersant.ge

2016.02.01


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006