logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვირუსული გამოძახებებისთვის 112-ში ახალი ინსტრუქცია ამოქმედდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, 112-ის დირექტორის მოადგილესთან, თეა გზირიშვილთან ერთად საგანგებო რეჟიმზე გადასული ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის მოადგილე ოპერატორებს გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია, ახლად შემუშავებული პროტოკოლის საშუალებით, როგორ ხდება ვირუსულ გამოძახებათა დიფერენცირება.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ოპერატორებისთვის ტრიაჟის ახალი პროტოკოლი შემუშავდა. ამის მიხედვით, 112-ში შესული ვირუსული გამოძახებები ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა. ამ დროისთვის, ყველა საოჯახო მედიცინის ცენტრში უკვე ჩაშვებულია 112-ის პროგრამა. ცენტრებში მყოფი ოპერატორები პროგრამის მეშვეობით ახდენენ შესულ ზარებზე რეაგირებას და ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას სატელეფონო კონსულტაციის, ადგილზე დახმარების გაწევისა და მისამართზე გასვლის სახით, დღე-ღამის განმავლობაში სთავაზობენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებსაც მიმართა და მოუწოდა, ვირუსული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში - ოჯახის ექიმებს მიმართონ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი გართულებული ვირუსული გრიპის ინფექციის დროს გამოიძახონ. „ყველა ამბულატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე. როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ასევე დამატებით 24-საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები“, - აღნიშნა ნინო ბერძულმა.

http://www.moh.gov.ge

2016.01.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006