logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მემორანდუმი შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაზე

ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზიაციის ახალი ეტაპი იწყება.

სახელმწიფო თავის პარტნიორებთან ერთად გეგმავს ახალი სერვისების შექმნას, რათა მოხერხდეს ქვეყანაში დარჩენილი შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლის ეტაპობრივი გაუქმება და იქ მცხოვრები ბავშვების ალტერნატიულ, მცირე ზომის საოჯახო სახლებში განთავსება.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა.


მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია იმ ორი დიდი ზომის ინსტიტუციის ეტაპობრივი გაუქმება, რომელიც ქვეყანაში ამ ეტაპზე მოქმედებს – ესაა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი. ამ თანამშრომლობის შედეგად ამ სახლების ბენეფიციარებისთვის - მზრუნველობამოკლებული, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, ალტერნატიული, მცირე ზომის მომსახურებები უნდა შეიქმნას.

აღნიშნული სერვისი მიახლოებული იქნება ოჯახურ გარემოსთან, ამასთან, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აღსაზრდელთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მზარდი შესაძლებლობების განვითარებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის (პედიატრები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, ოკუპაციური თერაპევტები) მიერ. ისინი ბავშვების საჭიროებებს ინდივიდუალურად სწავლობენ, რათა შეიქმნას მათთვის მაქსიმალურად გამართული და ადაპტირებული სერვისები. სახელმწიფო ამ პროცესში აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან.

http://jandacva.ge

2016.01.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006