logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტრო:"ჯი პი აიმ" სახელმწიფოსთვის მიცემული პირობის შესრულებაზე უარი თქვა

ვანის მოსახლეობა შესაძლოა, საავადმყოფოს გარეშე დარჩეს. ძველი საავადმყოფო, ჯანდაცვის სერვისის მინიმალურ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ახალი სტაციონარის აშენების და აღჭურვის ვალდებულება სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი"-ს ჰქონდა აღებული.

სადაზღვეო კომპანიას 9 საწოლიანი სტაციონარი ექსპლუატაციაში, 2016 წლის აპრილში უნდა გაეშვა, თუმცა ამ დრომდე ადგილზე, მოსამზადებელი სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით იმ შემთხვევაში თუ, რაიმე სახის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, სამტრედიაში ან ქუთაისში უწევთ ჩასვლა, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან და ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. მათი თქმით, ადგილზე, ჯანდაცვის კუთხით ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობს.

ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე და მაჟორიტარი დავით ლორთქიფანიძე საუბრისას ასევე ადასტურებენ იმას, რომ არსებულ ფონზე, როდესაც ვანის საავადმყოფოში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს, ფაქტობრივად შეუძლებელია სამ თვეში სტაციონარი ექსპლუატაციაში შევიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "ჯი პი აიმ" თავად მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მომხდარიყო მაღალმთიან რეგიონებში მათი საავადმყოფოების გამოსყიდვა, რის სანაცვლოდაც ისინი მზად იყვნენ სხვა ვალდებულებები შეესრულებინათ, კომპანია სამი თვით ადრე აცხადებს, რომ მიცემული პირობის შესრულებას არ აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია აცხადებს, სახელმწიფომ მიიღო კომპანიის წინადადება და მათი კუთვნილი საავადმყოფოები მაღალმთიან რეგიონებში გამოისყიდა, რაშის გადახდილი იქნა 7 190 140 ლარი.

კომპანიის მიერ დადებული პირობის თანახმად, ვანის საავადმყოფოს ექსპლუატაციაში შესვლა მათთვის თანხის გადახდიდან ერთ წელში უნდა მომხდარიყო.

2015 წლის 10 მარტის საქართველოს მთავრობის N107 დადგენილების თანახმად, "ჯეოჰოსპიტალის" (ჯი პი აი ჰოლდინგი) კუთვნილი საავადმყოფოები ბორჯომში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთსა და თეთრიწყაროში სახელმწიფომ გამოისყიდა, შესაბამისად, "ჯი პი აი" ჰოლდინგს პირობის შესრულების ვადად 2016 წლის აპრილის ბოლო განესაზღვრა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირობის შესრულებამდე სამი თვით ადრე, 2016 წლის 6 იანვარს "ჯი პია აის" წარმომადგენელი მივიდა სამინისტროში, სადაც ზეპირსიტყვიერად განაცხადა, რომ ისინი უარს ამბობენ პირობის შესრულებაზე.

ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიას  დაეკისრება ჯარიმა, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება. ხოლო აღნიშნულ ადგილზე ადამიანების ჯანდაცვის სერვისებთან ხელმისაწვდომობისთვის მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.


თამარ ლეფსვერიძე

http://www.ipress.ge

2016.01.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006