logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ინდოეთს დიდი შესაძლებლობა აქვს პრეპარატები ბუნებრივი ნივთიერებებით დაამზადოს

თბილისი (GBC) – სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ამბიციური გეგმებით შემოვა  და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტები გაიაფდება.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა  და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. გარდა ამისა, სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

აღნიშნულ ინიციატივებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემებს გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი:

„საქართველოში გვაქვს მომხმარებლის შესახებ კანონი და მომხმარებელმა, რომელიც ყიდულობს მედიკამენტს, აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მწარმოებელი, არის თუ არა ის საშიში ჯანმრთელობისათვის და ასე შემდეგ. სახელმწიფო ვალდებულია დაიწყოს ფართო მასშტაბიანი კამპანია ამ მიმართულებით და მოსახლეობას აუხსნას, რომ ჯენერიკების მიღებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება.

როდესაც წამალს აწარმოებს ესა თუ ის კომპანია, ის ვალდებულია დაიცვას ის შემადგენლობა და აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც გააჩნია ბრენდ მედიკამენტს და მის გამომგონებელ კომპანიას. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამას გააკეთებს, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება, რადგან საქართველოში პანიკური შიშია ცვლილებებთან მიმართებაში და ადამიანები უნდობლობით უყურებენ ყველა სიახლეს“.

ხატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს მიდგომა განპორობებულია საზოგადოების დაბალი ინფორმაციულობის დონით და მიაჩნია, რომ მოსახლეობას შეიძლება მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს ჯენერიკებთან დაკავშირებით და ამჯობინოს თვითმკურნალობა.

„ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ჟურნალისტები, ტელეკომპანიები აიტაცებენ ამ საკითხს და ხალხი იქნება ინფორმირებული ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს აუცილებელია“. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებსაც შეეხო:

„სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული პრეპარატების ხარისხიანობასთან დაკავშირებით, პირადად, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ინდური წამლები იმით გამოირჩევა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ისინი დამზდებულია არაქიმიური, ბუნებრივი ნედლეულით. ევროპაში, როდესაც ადამიანები წამალს ყიდულობენ, რომელზეც აწერია ზუსტი მონაცემები მისი შემადგელობის შესახებ, ისინი არჩევენ იმის მიხედვით, რომელშიც ნაკლებია ქიმიური ნედლეული. ინდოეთს კი დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ პრეპარატები ბუნებრივი ნივთიერებებით დაამზადოს.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს დიფერენცირებული, თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული ესა თუ ის მედიკამენტი, არამედ მათი გარჩევა უნდა მოხდეს მათ შემადგენლობაში შემავალი ქიმიური და ბუნებრივი ნედლეულის თანაფარდობით“.

 

http://gbc.ge

2016.01.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006