logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “წითელი A” მომხმარებლის ინტერესების დასაცავად

დამოუკიდებელი აფთიაქების ერთიანი სტანდარტების ირგვლივ კონსოლიდაციის იდეა ქართულ ფარმაცევტულ კომპანია "ჯი-პი-სი”-ს უკავშირდება. კომპანიის მიერ ინიცირებული პროექტი "წითელი A” დღეს უკვე წარმატებით მუშაობს საქართველოში და მასში ათობით აფთიაქია გაერთიანებული. პროექტი გულისხმობს სოციალურ გარემოში ინტეგრირებული, მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული, მაღალი ფარმაცევტული სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და მძლავრი სააფთიაქო სისტემის ჩამოყალიბებას და მისი მისიაა მომხმარებლის წარმოდგენაში ჩამოყალიბოს აფთიაქის, როგორც საიმედოობის გარანტის მცნება.
“წითელი ა”-ს პროექტის ფარგლებში 15-16 ივნისს "ჯი-პი-სიმ” პირველი კონფერენცია გამართა, რომელზეც "წითელი A”-ს ნიშნის ქვეშ გაერთიანებული აფთიაქების წარმომადგენლების გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს, წამლის სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ორ დღიანი კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტში” ჩატარდა. რეცეპტის, წამლის რეგისტრაციისა და მტკიცებითი მედიცინის საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ფარმაციასთან, პროფესიული და ღია დიალოგი გაიმართა. მონაწილეთა თქმით, დღევანდელ ეტაპზე ამ საკითხების გარშემო მსჯელობა აუცილებელია საერთო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა შეიმუშაონ და რომლის საბოლოო მიზანიც მომხმარებლისა და აფთიაქის ინტერესის დაცვაა.
კონფერენციის მთავარი შედეგი, კომპანია "ჯი-პი-სის” დირექტორის დავით კილაძის თქმით, დიალოგია, რომელიც სამედიცინო სფეროს წამყვანი დარგების წარმომადგენლებს შორის დაიწყო. რაც მთავარია, კონფერენციამ გვაჩვენა, რომ ფარმაციაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზას ყველა ერთნაირად ხედავს და ყველასთვის მნიშვნელოვანია, აფთიაქმა ის პოზიციები დაიბრუნოს საზოგადოების ცხოვრებაში, რაც მისთვის ბუნებრივია - ადგილი, სადაც პაციენტი ზუსტად იმ მედიკამენტს მიიღებს, რომელსაც მის ჯანმრთელობას ესაჭიროება. ასეთი სააფთიაქო სისტემის ჩამოყალიბება, დავით კილაძის თქმით, უსაფრთხოს და არატენდენციურს გახდის ფარმაცევტულ ბიზნესსაც, სადაც დღეისთვის საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. საიმისოდ რომ ასეთი კონკურენციის პირობებში მომხმარებლის ინტერესი და ჯანმრთელობა დაცული იქნეს, აუცილებელია ერთიანი სტანდარტების დაწესება.
თუ ფარმაცევტულ ბაზარზე სტანდარტები არ დამკვიდრდა, შეუძლებელია ვისაუბროთ მომსახურების მაღალ დონეზე, რადგან კარგი და უკეთესი სწორედ ამ სტანდარტებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა ცალკეული ფირმების სარეკლამო კამპანიების ექსპანსიური ხასიათიდან.

http://www.24saati.ge

2007.06.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006