logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კანონი კლინიკებს მშობლის ბავშვის გვერდით ყოფნას არ უკრძალავს

„მხოლოდ საქართველოში დარჩა ბრუტალური, სასტიკი წესი - როცა ბავშვებს და მშობლებს ერთმანეთს აშორებენ თუ ბავშვი საავადმყოფოს ინტენსიური ზრუნვის პალატაში მოხვდა. ეს შეშინებული ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობაა და მის გამოჯანმრთელებას ხელს უშლის”, - აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებისთვის" ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი აცხადებს. როგორც ანა არგანაშვილი განმარტავს, სამედიცინო დაწესებულება ბავშვებს და მშობლებს ერთმანეთს არა მარტო ინტენსიური ზრუნვის პალატაში მოხვედრისას, არამედ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების დროსაც აშორებს.

აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ პაციენტის უფლებები, მათ შორის არასრულწლოვანი პაცინეტისაც, კანონით არის გაწერილი.

მისივე თქმით, საავადმყოფო ვალდებულია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხე აიცილოს თავიდან. ეს საფრთხე კი შესაძლოა, ვირუსის მატარებელი გარეშე პირი აღმოჩნდეს, თუკი მას მაღალი რისკის ზონაში, კერძოდ რეანიმაციულ და საოპერაციო განყოფილებაში დაუშვებენ, ამიტომ მარინა დარახველიძე ინფექციური კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ პრობლემის პრევენციის პირობებში კანონი არ უკრძალავს, პირიქით, ნებას რთავს კლინიკას იმისათვის, რომ მშობელი იყოს ბავშვის გვერდით.

„კანონმდებლობით ის, რის გაპროტესტებასაც ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ პაციენტის მშობლები, კანონის მიმართ პრეტენზია არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კანონით ეს აკრძალული არ არის, დაშვებულია. პაციენტის უფლებების შესახებ კანონში 21-ე მუხლში, პირდაპირ არის მითითებული ერთი საკითხი ის, რომ პაციენტის უფლებაა, რომ მისთვის ჩატარებულ ნებისმიერ პროცედურას თუ მანიპულაციას ესწრებოდეს მხოლოდ ის პირები, ვინც უშუალოდ მასში მონაწილეობენ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტი ან ითხოვს, ან თანხმობას აცხადებს გარეშე პირების დასწრებაზე. კიდევ რა ჩანაწერი უნდა გააკეთოს კანონმა? გარდა ამისა, არასრულწლოვანის შესახებ პირდაპირ არის კანონში მითითებული, რომ მანიპულაციების, პროცედურების, თუ ოპერაციების და ა.შ. ჩამონათვალი დაზუსტებულიც არის და ზოგადად კიდევ მინიშნებულია, რომ ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების გაწევისას საჭიროა მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებებს ამ კუთხით შეზღუდვა არ გააჩნიათ. ეს არის მათი პრეროგატივა, სწორად გაწერონ შინაგანაწესი.

ეხლა რას გულიხმობს ეს შინაგანაწესის სწორად გაწერა. მოგეხსენებათ, სტაციონალურ თუ ამბულატორიულ დაწესებულებას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პირობების დაკმაყოფილება უწევს. სტაციონალური დაწესებულებები მოქცეულნი არიან სანებართვო რეჟიმში, თუ ჩვენ შევხედავთ კანონს ნებართვებისა და ლიზენციების შესახებ, იქ მითითებულია, რომ ამას სახელმწიფო აწესებს იმიტომ, რომ ადამიანის ჯანმრთლებისა და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხე ან აიცილოს თავიდან, ან შეამციროს ის ზიანი, რაც შეიძლება მას მიადგეს. სანებართვო პირობებს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ეს არის მოთხოვნები ინფრასტრუქტურის და ჰიგიენის პირობების მიმართ, ანუ ინფექციური კონტროლის ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოადგენს ღონისძიებების სისტემას და ერთობლიობას, რომელიც მიმართულია იქით, რომ პაციენტს ან აარიდონ მისი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა ან შეამცირონ ზიანი მაქსიმალურად.

მოგეხენებათ, რომ ბავშვი, მცირეწლოვანი სტაციონარში მოთავსებული ხშირ შემთხვევაში არის იმუნოკომპრომატირებულ მდგომარეობაში და ყოველი ზედმეტი ინტერვენცია, გარეშე მნახველი პირი, მიმსვლელი, მომსვლელი, არასწორი ნაკადები პაციენტის თუ სამედიცინო პერსონალის მოძრაობის შეიძლება მისთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის ასაწონ-დასაწონი და მოსაწესრიგებელი, ანუ სწორი მენეჯმენტის პირობებში საუკეთესო მდგომარეობა არის ის, რომ იქნას გათვალისწინებული ეს ინფექციური კონტროლი, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ნიუანსები, ისე რომ პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს და მეორე მხრივ არ იქნას დარღვეული პაციენტის უფლებები. თუკი ამას კლინიკის მენეჯმენტი მოახერხებს და დააბალანსებს, დღევადნელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ამის შესაძლებლობას.

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციიდან დაწყებული ყველაფერი კანონებში, ქვემდებარე აქტებში, მთავრობის დადგენილებებში გაწერილი. თუ პაციენტი, ან არასამთავრობო ორგანიზაცია ამჩნევს, მათ ძალიან კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ამისთვის არსებობს დაწყებული საკონსტიტუციო სასამართლოდან თუკი კანონი მათთვის მიუღებელ ნორმას აწესებს, მაგალითისთვ ის მომყავს რასაკვირველია, ასევე შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სასამართლო ინსტანციას და რიგ შემთხვევებში თუ ეს მისი კომპეტენცია და პრეროგატივაა, ჯანდაცვის სამინისტროსაც ჰყავს თავისი მაკონტროლებელი უწყება და მას შეუძლიათ მიმართონ საჩივრით. ასე რომ, აღსრულების მექანიზმი თუკი მუხლი კანონში დევს, აქვს იმ ინსტანციებს რაც მე ჩამოგითვალეთ.

ვფიქრობთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობა თუკი ის შესრულდება სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს პრობლემები იქნას აღმოფხვრილი. თუ რასაკვირველია, მშობლები არ მოითხოვენ საოპერაციოებში, რეანიმაციულ განყოფილებებში, ასეთი კრიტიკულად მაღალი რისკის ზონაში შესვლას, ისე რომ ამით მათი შვილების ჯანმრეთლობა დააყენონ რისკის ქვეშ.

რეანიმაცია და საოპერაციო მიეკუთვნება კრიტიკულად და კრიტიკულად მაღალი რისკის ზონებს. ამდენად დაწესებულება თუ გააკეთებს ისე მენეჯმენტს, რომ ინფექციური კონტროლის ღონისძებები აბსოლუტურად სრულად იქნება მოწესრიგებული და პაციენტი, რომელიც იმ წუთში იმუნოკომრომენტირებულია და მისთვის ყოველი შემოტანილი ვირუსი თუ ინფექცია სიცოცხლისთვის ან ჯანმრთლობისთვის საზიანო აღმოჩნდეს, თუკი ამის პრევენციას გააკეთებს, კანონი არ უკრძალავს, პირიქით ნებას რთავს იმისათვის, რომ მშობელი იყოს გვერდით.

კითხვაზე რამდენად არის შესახლებელი რომ ინფექციური კონტროლის აუცილებლობა სანებართვო პირობებში გაიწეროს, მარინა დარახველიძე პასუხობს, რომ სანებართვი პირობები და პაცინეტის, მშობლებისა და მედპერსონალის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავებული თემებია.

„სანებართვო პირობები მოიცავს მოთხოვნებს ინფრასტრუქტურის და ისეთი გარემოს შემქნის მიმართ, რომელიც პაციენტისთვის არის უსაფრთხო და რასაც თქვენ ბრძანებთ ეს არის პაციენტების და მათი მშობლების, ასევე სამედიცინო პერსონალის უფლებრივ მდგომარეობაზე აქცეტი. ეს არის განსხვავებული წონები, თემები. ისინი სანებართო პირობებში ვერ იქნება მოქცეული. ამდენი კანონი, დადგენილებები იმიტომ გაგვაჩნია, რომ შეუძლებელია ყველაფერი ერთ სანებართვო პირობებში იქნას მოქცეული“, - აცხადებს მარინა დარახველიძე.

თამარ ივანიაძე

http://www.ipress.ge

2016.01.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006