logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმები ინდური წარმოების მედიკამენტებს ენდობიან

„ჯენერიკ მედიკამენტებს აქტიურად ვიყენებ, სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება“

ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად, მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას მიიჩნევს. აღნიშნული ინიციატივით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯერ კიდევ, შემოდგომით, სამწლინი ანგარიშის წარდგენის დროს გამოვიდა.

საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ფარმაცევტულ ბაზარზე, სწორედ,  ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებასა და ბაზარზე ინდური წარმოების მედიკამენტების იმპორტირებას ასახლებს.  ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ. მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, არასწორ ინფორმირებულობას მიაწერენ. ასევე იმაზეც მიანიშნებენ, რომ ფარამცევტულ ბაზარზე აუცილებელია ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლაც, რაც გაზრდის კონკურენციას და მედიკამენტებს გააიაფებს.

ცნობილია, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  ამბიციური გეგმებით შემოდის და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ექიმი თერაპევტი ლალი ჭავჭანიძე პრაქტიკაში ჯენერიკ მედიკამენტებს იყენებს, კმაყოფილია და ფარმაცეცვტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებას მიესალმება:  „ვიყენებ და ვენდობი ჯენერიკულ მედიკამენტებს. მათ მიმართ სანდოობა კი პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება, ბუნებრივია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ინდური ჯენერიკი, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო სტეროიდები, ეფექტური და  ხარისხიანია.  ზოგადად, მწარმოებელ ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს, თუ პრეპარატს გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ჯენერიკების ფასი გაცილებით დაბალია ბრენდი პრეპარატების ფასებთან შედარებით. ამიტომ, პაციენტების ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის „ჰუმანითი ჯორჯიას“ სახით. მითუმეტეს, თუ ეს მედიკამენტები გაცილებით იაფი, ხარისხი კი მაღალი იქნება“.

http://www.for.ge

2016.01.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006