logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჰუმანითი-ჯორჯია ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას იწყებს

თბილისში, ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხანა აშენდება.

პროექტს საპარტნიორო ფონდი და კომპანია ჰუმანითი–ჯორჯია ერთობლივად ახორციელებენ. როგორც კომპანიიდან იტყობინებიან, საპარტნიორო ფონდსა და ჰუმანითი–ჯორჯიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯამურად 130 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ითვლისწინებს.

ჰუმანითი–ჯორჯიას დირექტორის ანდრეი კუზმას თქმით, ეს მოვლენა რამდენიმე თვალსაზრისით არის განსაკუთრებულად საინტერესო და აღსანიშნავი.

“საპარტნიორო ფონდის და ჰუმანითი–ჯორჯიას ერთობლივი ფარმაცევტული პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც ამიერკავკასიის მასშტაბით საუკეთესო ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც EU GMP სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი და მოწყობილი. ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 600 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ პროექტი ითვალისწინებს EU GMP ქარხანასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას, რომელიც სერიულ კონტროლს ადგილზე მოახდენს. ასევე გათვალისწინებულია EU GDP სტანდარტის ფარმაცევტული სასაწყობო მეურნეობის მოწყობა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გარანტიაა იმისა, რომ ჩვენთან წარმოებული პრეპარატები იქნება უსაფრთხო და ხარისხიანი. ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჰუმანითი–ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა წარმოების სრული ციკლის აწყობა და ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრება, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია”, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობის პროცესში 160 ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დასაქმებული პერსონალის რაოდენობა 440 ადამიანს გადააჭარბებს.

არსებული ინფორმაციით, ჰუმანითი–ჯორჯია უკვე აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ჰუმანითი–ჯორჯიას პრეპარატების ქართულ ბაზარზე რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება. 

ჰუმანითი–ჯორჯიას მიერ წარმოების სრული ციკლის აწყობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის კონტროლზე ორიენტირება და უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მედიკამენტების იმპორტი, არის გარანტია იმისა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტები გაიაფდება საშუალოდ 30%–ით და მეტით”, – აცხადებენ ჰუმანითი–ჯორჯიაში.

http://jandacva.ge

2015.12.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006