საერთაშორისო მედიკო-სანიტარული წესები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ახალ შესაძლებლობებს წარმოადგენს, ძალაში შედის. საერთაშორისო მედიკო-სანიტარული წესები პროცედურებისა და წესების აპრობირებული მეთოდია, ისინი ხელს შეუწყობს გლობალური ჯანდაცვის საფრთხეებისაგან მსოფლიოს მეტად დაცვას.
დადგენილი პარამეტრები ჯერ კიდევ 2005 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე შეთანხმდა და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. წესები ადგენს ეპიდემიების გავრცელებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის ჯანმოში შემავალი წევრი-ქვეყნების ვალდებულებათა შეთანხმებულ სტრუქტურას. სახელმწიფოებს შესაძლებლობა აქვთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში წარმოადგინონ შეტყობინება ყველა მოვლენის, მათ შორის იმ საგანგებო სიტუაციების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეიმუშავა და შექმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოვლენების მართვის გაუმჯობესებული სისტემა, ამას გარდა ორგანიზაციამ შექმნა სტრატეგიული ოპერაციების ცენტრები თავის შტაბ-ბინაში (ჟენევა) და რეგიონალური ბიუროები მთელს მსოფლიოში, რომლებიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
http://www.moh.gov.ge
2007.06.20